https://sputnik-georgia.com/20260706/specialuri-operaciebis-departaments-axali-teqnika-gadaeca-299484288.html
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს ახალი ტექნიკა გადაეცა
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს ახალი ტექნიკა გადაეცა
Sputnik საქართველო
სუს-ი გეგმავს ეტაპობრივად განაახლოს სხვადასხვა დანაყოფის ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აღჭურვილობა. 06.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-06T13:29+0400
2026-07-06T13:29+0400
2026-07-06T13:29+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს მრავალფუნქციური, სპეცდანიშნულების და სწრაფი რეაგირების ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადასცა, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.ახალი, თანამედროვე სტანდარტების სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დეპარტამენტის ოპერატიული საქმიანობის ეფექტურობას, მობილურობასა და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.გელაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი დამატებით კიდევ რამდენიმე ათეულ ჯავშანმანქანას, მაღალი გამავლობისა და ოპერატიულ-ტაქტიკურ ტექნიკას მიიღებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფას.2026 წლის მაისში სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის უფროსად რომან ქარცივაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ქარცივაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილი, ე.წ.„ხარება" შეცვალა, რომელსაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობის გამო რამდენიმე ევროპული ქვეყნისა და აშშ-ის საერთაშორისო სანქციები დაეკისრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, ახალი ამბები
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს ახალი ტექნიკა გადაეცა
სუს-ი გეგმავს ეტაპობრივად განაახლოს სხვადასხვა დანაყოფის ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აღჭურვილობა.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს მრავალფუნქციური, სპეცდანიშნულების და სწრაფი რეაგირების ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადასცა, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ახალი, თანამედროვე სტანდარტების სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დეპარტამენტის ოპერატიული საქმიანობის ეფექტურობას, მობილურობასა და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.
გელაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი დამატებით კიდევ რამდენიმე ათეულ ჯავშანმანქანას, მაღალი გამავლობისა და ოპერატიულ-ტაქტიკურ ტექნიკას მიიღებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფას.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეტაპობრივად განახორციელებს სხვადასხვა დანაყოფის ადამიანური რესურსის, სათანადო ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
2026 წლის მაისში სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის უფროსად რომან ქარცივაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ქარცივაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილი, ე.წ.„ხარება" შეცვალა, რომელსაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობის გამო რამდენიმე ევროპული ქვეყნისა და აშშ-ის საერთაშორისო სანქციები დაეკისრა.