საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა - ეროვნული ბანკის მონაცემები

© photo: Sputnik / Svetlana Shevchenkoდოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2026
გამოწერა
2026 წლის პირველ კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 252,9 მლნ დოლარით
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით 27,1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 68,7%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2026 წლის პირველ კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 252,9 მლნ დოლარით, მათ შორის 574 მილიონი დოლარით - ოპერაციული ცვლილებების ხარჯზე, 257,1 მილიონი დოლარით - გაცვლითი კურსის ცვლილების, 12,5 მილიონი დოლარით - ფასების ცვლილების და 51,5 მილიონი დოლარით - სხვა ცვლილებების ხარჯზე.
საერთო მოცულობიდან 11,6 მილიარდი დოლარი სახელმწიფო ვალზე მოდის (მშპ-ის 29,4%), საიდანაც 9,1 მილიარდი დოლარი მთავრობის ვალია, 772,8 მილიონი დოლარი - ეროვნული ბანკის ვალდებულებები, 481,8 მილიონი დოლარი და 1,2 მილიარდი დოლარი – სახელმწიფო საწარმოების ვალი ობლიგაციებსა და სესხებზე.
საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალმა 9,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, კერძო საწარმოების - 5 მილიარდი დოლარი, კომპანიებს შორის - 2,5 მილიარდი დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 85,6% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2026 წლის 31 მარტის მდგომარებით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 12,5 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 31,8%) შეადგინა, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი კი 5,3 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 13,4%).
ყველა ახალი ამბავი
0