https://sputnik-georgia.com/20260706/ruset-ukrainis-konfliqti-299595439.html
მიმოხილვა: როგორ აისახება კონსტანტინოვკის გათავისუფლება სპეცოპერაციის მასშტაბსა და ტემპზე
მიმოხილვა: როგორ აისახება კონსტანტინოვკის გათავისუფლება სპეცოპერაციის მასშტაბსა და ტემპზე
Sputnik საქართველო
რუსეთის არმია შეტევას აგრძელებს და ნატოს ათობით ქვეყნის კონსოლიდირებულ წინააღმდეგობას ლახავს. კიევზე განხორციელებულმა მასშტაბურმა მაღალი სიზუსტის დარტყმებმა... 06.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-06T18:08+0400
2026-07-06T18:08+0400
2026-07-11T18:09+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/06/299496372_0:161:3070:1888_1920x0_80_0_0_a37698b44f35f651ad5c1c8d36de5fc6.jpg
რუსეთის არმია შეტევას აგრძელებს და ნატოს ათობით ქვეყნის კონსოლიდირებულ წინააღმდეგობას ლახავს. კიევზე განხორციელებულმა მასშტაბურმა მაღალი სიზუსტის დარტყმებმა, შესაძლოა, მედიასივრცეში დაჩრდილოს რუსეთის შეტევის წარმატებები დონბასში, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქში. თუმცა, დასავლეთში უკრაინელი მარიონეტების დამარცხებას ხედავენ და აცნობიერებენ ანტირუსული პოლიტიკის საფრთხეს. ომისა და მშვიდობის ბედი ფრონტის ხაზზე წყდება და ეს არის მთავარი. კონსტანტინოვკის გათავისუფლება კიევში მოწინააღმდეგის ობიექტებზე განხორციელებულ ყველაზე მასშტაბურ და ეფექტიან დარტყმაზეც კი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინული პროქსი-არმიის „თავი“ და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უკრაინის საზღვრებს შორს მდებარეობს.რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 3 ივლისს გაათავისუფლეს კონსტანტინოვკა — მნიშვნელოვანი საზღვარი რუსეთის დონბასის უკრაინული ჯარებისგან სრულად გაწმენდის გზაზე. 2025 წლის შემოდგომისთვის ამ ქალაქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მძლავრი გამაგრებული რაიონი შექმნეს. ქალაქის გარეუბნებში თავდაცვის ორი ზღუდე, რომელთა საერთო სიგრძე, დაახლოებით, 30 კმ-ს, ხოლო სიღრმე 8 კმ-მდე აღწევდა. მთლიანობაში კი გათხრილი იყო 150 კმ-ზე მეტი სანგარი და თხრილი, რომლებიც დანაღმული ველებით იყო დაცული. უშუალოდ კონსტანტინოვკაში მოწინააღმდეგემ 80-ზე მეტი ბარიერული მონაკვეთი და თავდაცვის 50 გამაგრებული კვანძი მოაწყო, რომლებიც 10 ქარხანას, რკინიგზის სადგურს, 37 საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობას ეყრდნობოდა. ოპერატიული სივრცის გაჯერება სადაზვერვო და დამრტყმელი FPV-დრონებით ასევე ხელს უწყობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 15 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი დაჯგუფების საბრძოლო მდგრადობას.რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, სერგეი რუდსკოიმ, 4 ივლისის, ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა კონსტანტინოვკის გათავისუფლების შესახებ. „სამხრეთის“ დაჯგუფების მოიერიშე ქვედანაყოფების შეტევითმა მოქმედებებმა მოწინააღმდეგე, ქალაქის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში ბრძოლებით შებოჭა, ფლანგებიდან ალყაში მოაქცია და უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგების ძირითადი გზები საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოაქცია. უკრაინული გარნიზონის იზოლირების შემდეგ, რუსეთის ჯარებმა შეტევა ქალაქის შიგნით განავითარეს და კონსტანტინოვკას სრულად დაეუფლნენ. ამასთან, მოწინააღმდეგემ დაკარგა: 13 500 მოკლული სამხედრო მოსამსახურე, 14 ტანკი, 200 საარტილერიო დანადგარი და რვა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 283 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 1 400 ავტომობილი.წინ არის „ქალაქ-სიმაგრეები“ — დრუჟკოვკა, კრამატორსკი და სლავიანსკი. თუმცა, უკრაინულ პროქსი-არმიას (ნატოს) ფრონტზე დასაპირისპირებელი აღარაფერი აქვს. რუსეთის ჯარებმა გამაგრებული რაიონებისა და ეშელონირებული თავდაცვის გარღვევის უნაკლო ტაქტიკა დაამუშავეს. მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულებით წინსვლის ტემპის დაჩქარება.კონსტანტინოვკისთვის ბრძოლის შედეგმა გაამყარა მოსკოვის გადაწყვეტილება - გასცდეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებს“. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა, 5 ივლისს პირდაპირ განაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაციის „ნამდვილ ომად“ გადაქცევის შესახებ, რადგან „კიევის უკან დგანან ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და, სამწუხაროდ, ვაშინგტონიც“. უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურება და დასავლეთის მითოლოგიის ნგრევა უკრაინაში ომის მიზეზების შესახებ, აშშ-სა და ნატოს არაფერ კარგს არ უქადის.რუსეთის ჯარების შეტევა ფრონტის ყველა მონაკვეთზე გრძელდება. ყველაზე მაღალი ტემპი შეინიშნება დაჯგუფებების — „ჩრდილოეთისა“ და „აღმოსავლეთის“ პასუხისმგებლობის ზონებში, რომლებიც აგრძელებენ უსაფრთხოების ზოლის გაფართოებას რუსეთთან მოსაზღვრე სუმისა და ხარკოვის ოლქებში და თავდაჯერებულად მიიწევენ წინ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. დაჯგუფება „დასავლეთიც“ წარმატებით ავითარებს შეტევას თავისი პასუხისმგებლობის ზონაში — ხარკოვის ოლქსა და დონბასის ჩრდილოეთ ნაწილში.წინასწარი შედეგები ასეთია: ივნისში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს 29 დასახლებული პუნქტი და 636 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია, ხოლო წლის დასაწყისიდან — 133 დასახლებული პუნქტი და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. კიევი უკვე რამდენიმე დღეა, ცეცხლშია გახვეული და, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების ახალი ეტაპის დასაწყისია.რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 6 ივლისის ღამეს კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელეს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბაზირების შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღითა და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით კიევსა და კიევის ოლქში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე. ასევე დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერკასისა და ჩერნიგოვის ოლქების სამხედრო აეროდრომებზე.კიევში დაზიანდა:კიევის ოლქში იწვის და ფეთქდება:ქარხანა „ვიზარი“ ძალიან დიდხანს იწვოდა და ფეთქდებოდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს „ნეპტუნის“ რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგი, რომელთა სერიული წარმოების გამართვასაც სწორედ აქ ცდილობდნენ.თურქეთში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ დასავლური მედია შეშფოთებულია მიმდინარე მოვლენებით, თუმცა, ფაქტების იგნორირებას ვერ ახერხებს. დასავლეთი დაბნეულია: ამდენი თანხა ჩაიდო რუსეთის „სტრატეგიულ დამარცხებაში“, შედეგად კი უკრაინული პროქსი-არმიის განადგურება და ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების თვითგანადგურებისკენ სვლა მიიღეს.სააგენტო Bloomberg აღნიშნავს, რომ რუსეთმა თურქეთში ნატოს სამიტამდე ერთი დღით ადრე უკრაინასა და კიევზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა. სამშვიდობო მოლაპარაკებების (დასავლეთის პირობებით) განახლების პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანი რჩება. უფრო მეტიც, გაზეთ The New York Times-ის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ზონის მონახულებისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „უკრაინის ახალი ტერიტორიების დაკავების პირობა დადო“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების ვითომ და დადგმული წარმატებები გააკრიტიკა. სინამდვილეში, პუტინი საუბრობდა გარე (ნატოს) საფრთხეების განეიტრალებაზე, ხოლო რუსეთის სტრატეგია 2022 წლიდან არ შეცვლილა.The New York Times-ის ინტერპრეტაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, პირადი შემადგენლობის დეფიციტით გამოწვეული გაუმართლებელი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, პერიოდულად იძულებულნი არიან „ტაქტიკური უკანდახევა“ განახორციელონ. ამასთან, NYT აღიარებს: „რუსეთის ზურგის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული დარტყმების მიუხედავად, უკრაინული ქვედანაყოფები პირადი შემადგენლობის, საბრძოლო მასალისა და საკუთარი დრონების დეფიციტს კვლავაც განიცდიან. ამავე დროს, რუსეთი უპირატესობას ინარჩუნებს მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებაში“. რუსეთის შეიარაღებული ძალები იმარჯვებენ.ბრიტანული გაზეთი Financial Times აღნიშნავს, რომ მოსკოვი კვლავაც მოითხოვს, ვაშინგტონისგან იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც ითვალისწინებს, კიევი აიძულოს, გაიყვანოს უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასიდან. რუსეთი 2027 წლამდე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვას არ აპირებს და მზად არის, სამხედრო გზით დონბასი 2026 წლის ბოლომდე გაათავისუფლოს.ევროპელი ლიდერები აშშ-სა და ევროპის ძალისხმევის განახლებას მოითხოვენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ნატოს პირობებით გაიმართოს. დასავლეთში კვლავ ცდილობენ, რუსეთის წინააღმდეგ ომის აქტიურ წარმოებაზე პასუხისმგებლობას თავი აარიდონ და კონფლიქტი „რუსეთ-უკრაინის ომად“ წარმოაჩინონ. თუმცა, ამაოდ.დასავლეთში ეშინიათ არცთუ შორეულ მომავალში ჩახედვის, როდესაც რუსეთი გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ტერიტორიებზე ნატოს არმიების განადგურებას დაიწყებს. ამავე დროს, ვინმე ზელენსკი აპირებს, თურქეთში, ნატოს სამიტზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, დაარწმუნოს შეერთებული შტატები, რომ უკრაინას საჭირო შეიარაღება მიაწოდოს. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინას ურჩევს, უარი თქვას შეტევით ოპერაციებზე და თავდაცვით ტაქტიკაზე გადავიდეს. მაგრამ არც ეს არ უშველის. კოლექტიური დასავლეთი და მისი პროქსი-არმია უკრაინაში დამარცხებისთვის არიან განწირულნი.რედაქცია შესაძლოა არ ეთაბნხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/06/299496372_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_0a334a2c62260fe953bde94ad77182ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მიმოხილვები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მიმოხილვები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
რუსეთის არმია შეტევას აგრძელებს და ნატოს ათობით ქვეყნის კონსოლიდირებულ წინააღმდეგობას ლახავს. კიევზე განხორციელებულმა მასშტაბურმა მაღალი სიზუსტის დარტყმებმა, შესაძლოა, მედიასივრცეში დაჩრდილოს რუსეთის შეტევის წარმატებები დონბასში, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქში. თუმცა, დასავლეთში უკრაინელი მარიონეტების დამარცხებას ხედავენ და აცნობიერებენ ანტირუსული პოლიტიკის საფრთხეს. ომისა და მშვიდობის ბედი ფრონტის ხაზზე წყდება და ეს არის მთავარი.
კონსტანტინოვკის გათავისუფლება კიევში მოწინააღმდეგის ობიექტებზე განხორციელებულ ყველაზე მასშტაბურ და ეფექტიან დარტყმაზეც კი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინული პროქსი-არმიის „თავი“ და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უკრაინის საზღვრებს შორს მდებარეობს.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 3 ივლისს გაათავისუფლეს კონსტანტინოვკა — მნიშვნელოვანი საზღვარი რუსეთის დონბასის უკრაინული ჯარებისგან სრულად გაწმენდის გზაზე. 2025 წლის შემოდგომისთვის ამ ქალაქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მძლავრი გამაგრებული რაიონი შექმნეს. ქალაქის გარეუბნებში თავდაცვის ორი ზღუდე, რომელთა საერთო სიგრძე, დაახლოებით, 30 კმ-ს, ხოლო სიღრმე 8 კმ-მდე აღწევდა.
მთლიანობაში კი გათხრილი იყო 150 კმ-ზე მეტი სანგარი და თხრილი, რომლებიც დანაღმული ველებით იყო დაცული. უშუალოდ კონსტანტინოვკაში მოწინააღმდეგემ 80-ზე მეტი ბარიერული მონაკვეთი და თავდაცვის 50 გამაგრებული კვანძი მოაწყო, რომლებიც 10 ქარხანას, რკინიგზის სადგურს, 37 საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობას ეყრდნობოდა. ოპერატიული სივრცის გაჯერება სადაზვერვო და დამრტყმელი FPV-დრონებით ასევე ხელს უწყობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 15 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი დაჯგუფების საბრძოლო მდგრადობას.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, სერგეი რუდსკოიმ, 4 ივლისის, ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა კონსტანტინოვკის გათავისუფლების შესახებ. „სამხრეთის“ დაჯგუფების მოიერიშე ქვედანაყოფების შეტევითმა მოქმედებებმა მოწინააღმდეგე, ქალაქის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში ბრძოლებით შებოჭა, ფლანგებიდან ალყაში მოაქცია და უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგების ძირითადი გზები საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოაქცია.
უკრაინული გარნიზონის იზოლირების შემდეგ, რუსეთის ჯარებმა შეტევა ქალაქის შიგნით განავითარეს და კონსტანტინოვკას სრულად დაეუფლნენ. ამასთან, მოწინააღმდეგემ დაკარგა: 13 500 მოკლული სამხედრო მოსამსახურე, 14 ტანკი, 200 საარტილერიო დანადგარი და რვა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 283 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 1 400 ავტომობილი.
წინ არის „ქალაქ-სიმაგრეები“ — დრუჟკოვკა, კრამატორსკი და სლავიანსკი. თუმცა, უკრაინულ პროქსი-არმიას (ნატოს) ფრონტზე დასაპირისპირებელი აღარაფერი აქვს. რუსეთის ჯარებმა გამაგრებული რაიონებისა და ეშელონირებული თავდაცვის გარღვევის უნაკლო ტაქტიკა დაამუშავეს. მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულებით წინსვლის ტემპის დაჩქარება.
კონსტანტინოვკისთვის ბრძოლის შედეგმა გაამყარა მოსკოვის გადაწყვეტილება - გასცდეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებს“. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა, 5 ივლისს პირდაპირ განაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაციის „ნამდვილ ომად“ გადაქცევის შესახებ, რადგან „კიევის უკან დგანან ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და, სამწუხაროდ, ვაშინგტონიც“. უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურება და დასავლეთის მითოლოგიის ნგრევა უკრაინაში ომის მიზეზების შესახებ, აშშ-სა და ნატოს არაფერ კარგს არ უქადის.
რუსეთის ჯარების შეტევა ფრონტის ყველა მონაკვეთზე გრძელდება. ყველაზე მაღალი ტემპი შეინიშნება დაჯგუფებების — „ჩრდილოეთისა“ და „აღმოსავლეთის“ პასუხისმგებლობის ზონებში, რომლებიც აგრძელებენ უსაფრთხოების ზოლის გაფართოებას რუსეთთან მოსაზღვრე სუმისა და ხარკოვის ოლქებში და თავდაჯერებულად მიიწევენ წინ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. დაჯგუფება „დასავლეთიც“ წარმატებით ავითარებს შეტევას თავისი პასუხისმგებლობის ზონაში — ხარკოვის ოლქსა და დონბასის ჩრდილოეთ ნაწილში.
წინასწარი შედეგები ასეთია: ივნისში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს 29 დასახლებული პუნქტი და 636 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია, ხოლო წლის დასაწყისიდან — 133 დასახლებული პუნქტი და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია. კიევი უკვე რამდენიმე დღეა, ცეცხლშია გახვეული და, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების ახალი ეტაპის დასაწყისია.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 6 ივლისის ღამეს კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელეს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბაზირების შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღითა და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით კიევსა და კიევის ოლქში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე. ასევე დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერკასისა და ჩერნიგოვის ოლქების სამხედრო აეროდრომებზე.
შორი და საშუალო მოქმედების სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების „კიევ-71“-ის სამრეწველო საწარმო;
რადიოელექტრონული მრეწველობის ასაწყობი საწარმო „ბურევესტნიკი“, რომელიც შორი და საშუალო მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ახორციელებს;
ჯავშანავტომობილებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნიკისთვის განკუთვნილი ჯავშანდაცვის ელემენტების, ასევე სხვადასხვა ტიპის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების „კიევ-79“-ის საბრძოლო ნაწილების (საბრძოლო მასალის) მწარმოებელი სამრეწველო საწარმო;
გემთმშენებელი ქარხანა „კუზნიცა ნა რიბალსკომ“, სადაც იწარმოება 58155 პროექტის „გიურზა-М“-ის საარტილერიო კატერები, ასევე უშვებენ და არემონტებენ უპილოტო საბრძოლო კატერებს;
ცეცხლის მართვის სისტემების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო ბაზა — ქარხანა „კვანტი“.
კიევის ოლქში იწვის და ფეთქდება:
სარაკეტო ქარხანა „ვიზარი“;
ვიშნევოეს საწვავი მასალების საწყობი (აქედან ბენზინისა და დიზელის მარაგები საბრძოლო მოქმედებების ზონაში სასწრაფოდ იგზავნებოდა).
ქარხანა „ვიზარი“ ძალიან დიდხანს იწვოდა და ფეთქდებოდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს „ნეპტუნის“ რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგი, რომელთა სერიული წარმოების გამართვასაც სწორედ აქ ცდილობდნენ.
თურქეთში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ დასავლური მედია შეშფოთებულია მიმდინარე მოვლენებით, თუმცა, ფაქტების იგნორირებას ვერ ახერხებს. დასავლეთი დაბნეულია: ამდენი თანხა ჩაიდო რუსეთის „სტრატეგიულ დამარცხებაში“, შედეგად კი უკრაინული პროქსი-არმიის განადგურება და ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების თვითგანადგურებისკენ სვლა მიიღეს.
სააგენტო Bloomberg აღნიშნავს, რომ რუსეთმა თურქეთში ნატოს სამიტამდე ერთი დღით ადრე უკრაინასა და კიევზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა. სამშვიდობო მოლაპარაკებების (დასავლეთის პირობებით) განახლების პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანი რჩება. უფრო მეტიც, გაზეთ The New York Times-ის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ზონის მონახულებისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „უკრაინის ახალი ტერიტორიების დაკავების პირობა დადო“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების ვითომ და დადგმული წარმატებები გააკრიტიკა. სინამდვილეში, პუტინი საუბრობდა გარე (ნატოს) საფრთხეების განეიტრალებაზე, ხოლო რუსეთის სტრატეგია 2022 წლიდან არ შეცვლილა.
The New York Times-ის ინტერპრეტაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, პირადი შემადგენლობის დეფიციტით გამოწვეული გაუმართლებელი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, პერიოდულად იძულებულნი არიან „ტაქტიკური უკანდახევა“ განახორციელონ. ამასთან, NYT აღიარებს: „რუსეთის ზურგის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული დარტყმების მიუხედავად, უკრაინული ქვედანაყოფები პირადი შემადგენლობის, საბრძოლო მასალისა და საკუთარი დრონების დეფიციტს კვლავაც განიცდიან. ამავე დროს, რუსეთი უპირატესობას ინარჩუნებს მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებაში“. რუსეთის შეიარაღებული ძალები იმარჯვებენ.
ბრიტანული გაზეთი Financial Times აღნიშნავს, რომ მოსკოვი კვლავაც მოითხოვს, ვაშინგტონისგან იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც ითვალისწინებს, კიევი აიძულოს, გაიყვანოს უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასიდან. რუსეთი 2027 წლამდე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვას არ აპირებს და მზად არის, სამხედრო გზით დონბასი 2026 წლის ბოლომდე გაათავისუფლოს.
ევროპელი ლიდერები აშშ-სა და ევროპის ძალისხმევის განახლებას მოითხოვენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ნატოს პირობებით გაიმართოს. დასავლეთში კვლავ ცდილობენ, რუსეთის წინააღმდეგ ომის აქტიურ წარმოებაზე პასუხისმგებლობას თავი აარიდონ და კონფლიქტი „რუსეთ-უკრაინის ომად“ წარმოაჩინონ. თუმცა, ამაოდ.
დასავლეთში ეშინიათ არცთუ შორეულ მომავალში ჩახედვის, როდესაც რუსეთი გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ტერიტორიებზე ნატოს არმიების განადგურებას დაიწყებს. ამავე დროს, ვინმე ზელენსკი აპირებს, თურქეთში, ნატოს სამიტზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, დაარწმუნოს შეერთებული შტატები, რომ უკრაინას საჭირო შეიარაღება მიაწოდოს. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინას ურჩევს, უარი თქვას შეტევით ოპერაციებზე და თავდაცვით ტაქტიკაზე გადავიდეს. მაგრამ არც ეს არ უშველის. კოლექტიური დასავლეთი და მისი პროქსი-არმია უკრაინაში დამარცხებისთვის არიან განწირულნი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთაბნხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე