რატომ იზრდება პურზე ფასი საქართველოში? – ვიდეო

გამოწერა
საქართველოში ხორბლის პურზე ფასი ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 16%-ით გაიზარდა, სტანდარტული პურის ფასმა კი საშუალოდ 10 თეთრით მოიმატა.
პურის ღირებულების ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: მსოფლიო ბაზრებზე გაიზარდა ხორბლისა და ფქვილის შესასყიდი ფასები, გაიზარდა საოპერაციო
ხარჯები, საცხობ საწარმოებში მოიმატა მუშახელის ხელფასმა, რამაც იმოქმედა პროდუქციის ღირებულებაზე.
პურზე ფასების ზრდას ასევე შეუწყო ხელი საქართველოს მიერ ფქვილის იმპორტზე სეზონური და დროებითი გადასახადების შემოღებამ, რაც ადგილობრივი ფერმერებისა და შიდა ბაზრის დაცვას ისახავდა მიზნად.
ყველა ახალი ამბავი
0