მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს გენმდივანს ანტონიუ გუტერეშს შეხვდა

© Courtesy of the President of Georgiaმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2026
გამოწერა
ყაველაშვილმა გუტერეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრა გამართა, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ყაველაშვილი ჟენევაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგში, რომლის მონაწილეებსაც სიტყვით მიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გარემო, თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები, ასევე საქართველოსა და გაეროს შორის არსებული თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს.
„საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მულტილატერალიზმისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას, როგორც მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის საფუძველს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენმდივანს ორგანიზაციის აქტიური ჩართულობისა და საქართველოს საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის.
მიხეილ ყაველაშვილმა ანტონიუ გუტერეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0