მოსალოდნელია მდინარეებზე წყლის დონის მატება: სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Asatur Esayantsწვიმიანი ამინდი
წვიმიანი ამინდი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2026
გამოწერა
სინოპტიკოსები კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი, კახეთის რეგიონში – ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, კახეთის რეგიონის პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, საფრთხის დონე კახეთის რეგიონში არის - მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე - საშუალო.
ყველა ახალი ამბავი
0