ვაზისუბანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

© photo: Sputnik / Stringerსახანძრო ბრიგადა
სახანძრო ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2026
გამოწერა
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება ქართული მედია.
ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბინიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, მაშველებმა სამი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს.
ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0