https://sputnik-georgia.com/20260705/stiqiam-kaxetis-mosaxleobas-problemebi-sheuqmna-299478293.html
სტიქია კახეთში: უამინდობამ დედოფლისწყაროს და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა
სტიქია კახეთში: უამინდობამ დედოფლისწყაროს და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა
Sputnik საქართველო
სოფელ გამარჯვებაში დაზიანდა სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია მრავალწლოვანი კაკლის ხეები და ნაძვები. 05.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-05T15:29+0400
2026-07-05T15:29+0400
2026-07-05T15:29+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24591/55/245915546_0:51:1000:614_1920x0_80_0_0_bbfc1c3ae6f7d2bc479d90ae4a8b8ee9.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ადგილობრივ მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".დედოფლისწყაროს მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა - განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ გამარჯვებას, სადაც ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. გარდა ამისა, ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილია მრავალწლოვანი კაკლის ხეები და ნაძვები. ზოგიერთ უბანში წაქცეულმა ხეებმა საავტომობილო გზები ჩახერგა, რის გამოც საჭირო გახდა სპეციალური სამსახურების ჩართვა.ძლიერმა სეტყვამ ასევე თითქმის სრულად გაანადგურა ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და ნათესები.ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ახმეტის მუნიციპალიტეტშიც. უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა, რის გამოც სოფელ მატანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო, სარდაფი და პირველი სართული დაიტბორა. სტიქიის შემსწავლელი კომისია, საჭიროების შემთხვევაში, მიყენებულ ზარალს აღწერს. ამ დროისთვის მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებიან, რათა დეტალურად აღწერონ დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა და განსაზღვრონ ზარალის ზუსტი ოდენობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24591/55/245915546_57:0:944:665_1920x0_80_0_0_1b1bc242aab6ceb56e7876ac63cb4b54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
სტიქია კახეთში: უამინდობამ დედოფლისწყაროს და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა
სოფელ გამარჯვებაში დაზიანდა სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია მრავალწლოვანი კაკლის ხეები და ნაძვები.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ადგილობრივ მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
დედოფლისწყაროს მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა - განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ გამარჯვებას, სადაც ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
გარდა ამისა, ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილია მრავალწლოვანი კაკლის ხეები და ნაძვები. ზოგიერთ უბანში წაქცეულმა ხეებმა საავტომობილო გზები ჩახერგა, რის გამოც საჭირო გახდა სპეციალური სამსახურების ჩართვა.
ძლიერმა სეტყვამ ასევე თითქმის სრულად გაანადგურა ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და ნათესები.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ახმეტის მუნიციპალიტეტშიც. უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე არხებმა წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა, რის გამოც სოფელ მატანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო, სარდაფი და პირველი სართული დაიტბორა.
სტიქიის შემსწავლელი კომისია, საჭიროების შემთხვევაში, მიყენებულ ზარალს აღწერს.
ამ დროისთვის მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებიან, რათა დეტალურად აღწერონ დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა და განსაზღვრონ ზარალის ზუსტი ოდენობა.