რაგბი: საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის პირველ მატჩში ურუგვაი დაამარცხა

© Сourtesy of Georgian Rugbyრაგბის ნაკრები
რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2026
გამოწერა
აღნიშნული მატჩი წარმატებული გამოდგა საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანისთვის, რომელმაც გუნდი მოედანზე პირველად გაიყვანა.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველი მატჩი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 41:34 დაამარცხა.
მეტოქეებმა ხუთ-ხუთი ლელოს დადება მოახერხეს და ბონუსქულები მიიღეს, საქართველოს ნაკრებმა ურუგვაელებთან შედარებით გარდასახვები უფრო ზუსტად შეასრულა, ამას გარდა ერთით მეტი ჯარიმა გაიტანა და საბოლოოდ, ერთა თასზე გამოსვლა მოგებით დაიწყო.
აღნიშნული მატჩი წარმატებული გამოდგა საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანისთვის, რომელმაც გუნდი მოედანზე პირველად გაიყვანა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
11ივლისი, 23:00 სამოა – საქართველო (ვინა-დელ-მარი);
18ივლისი, 23:00 ჩილე – საქართველო (სანტიაგო).
მსოფლიო რაგბის ერთა თასი ახალი ტურნირია, რომელიც ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩებს ჩაანაცვლებს. მასში 24 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან დაყოფილი. ერთა ჩემპიონატში მსოფლიოს 12 მოწინავე ნაკრები თამაშობს – სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრალია, არგენტინა, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, იტალია, ფიჯი და იაპონია.
ერთა თასის მეორე დივიზიონში 2027 წლის მსოფლიო თასზე გასული 12 გუნდი თამაშობს, რომლებიც რეგიონული პრინციპით ორ 6-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული.
A ჯგუფი ამერიკასა და ოკეანეთს აერთიანებს: კანადა, ჩილე, სამოა, ტონგა, ურუგვაი, აშშ.
B ჯგუფი ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა: საქართველო, ჰონკონგი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, ზიმბაბვე.
თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ყველა წარმომადგენელს წრიული სისტემით შეხვდება. თამაშები ივლისისა და ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს გაიმართება. მოპოვებული ქულები ერთიან სატურნირო ცხრილში აისახება და ნოემბრის ბოლოს თითოეულ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ერთა თასის პირველ, ისტორიულ ჩემპიონად გამოცხადდება.
ზაფხულის თამაშები სამხრეთ (9 მატჩი) და ჩრდილოეთ (9 მატჩი) ამერიკაში იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0