https://sputnik-georgia.com/20260705/saqartvelos-kalatburtis-nakrebma-espaneti-daamarcxa-299482285.html
კალათბურთი: საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
კალათბურთი: საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების მიერ ესპანეთის დამარცხების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში პირველი რაუნდი ოფიციალურად დასრულდა და სამივე... 05.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-05T22:00+0400
2026-07-05T22:00+0400
2026-07-06T09:04+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1e/294716070_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_d0d5ea35b8f06a4e88907ac77962362d.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უმნიშვნელოვანეს მატჩში ესპანეთის ნაკრები დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 91:89 დაამარცხა.მატჩი ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა - ჯიკიჩის გუნდმა არენაზე ნამდვილი საოცრება მოახდინა და მრისხანე მეტოქესთან უმძიმესი თამაში მოიგო.შეხვედრა ქართველი კალათბურთელებისთვის ძალიან მძიმედ დაიწყო. ესპანელები ყველა კომპონენტში დომინირებდნენ და პირველი მეოთხედი კატასტროფული ანგარიშით - 32:14 მოიგეს. მეორე პერიოდში ესპანელები 22 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 2:27 წუთით ადრე თორნიკე შენგელიამ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა - 76:79. მარკიზ რიდმა კი წუთით ადრე სამიანით ანგარიში გაათანაბრა – 81:81. 23 წამით ადრე კი შეუჩერებელმა თორნიკე შენგელიამ საქართველო პირველად დააწინაურა – 83:81. ბოლო წამებზე ჰაიმე პრადილამ ფარქვეშიდან ორქულიანი ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.ოვერტაიმში ესპანეთი ხუთი ქულით დაწინაურდა, თუმცა კვლავ შენგელიამ იმარჯვა და საქართველო დააწინაურა - 89:88. ოვერტაიმის დასრულებამდე 19 წამი რჩებოდა, როდესაც მარკის რიდმა გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო – 91:89.საქართველოს ნაკრების მიერ ესპანეთის დამარცხების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში პირველი რაუნდი ოფიციალურად დასრულდა და სამივე ნაკრები (ესპანეთი, უკრაინა, საქართველო), რომლებმაც მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდეს, ქულების მარაგით გადავიდა.პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ, საქართველო მეორე ჯგუფურ რაუნდში ორი მოგებითა და ოთხი წაგებით გავიდა. უკრაინა კვლავ 4-2 ანგარიშით იბრძვის, ესპანეთს 5-1 აქვს, ხოლო დანიამ, რომელსაც ერთი მოგებაც არ აქვს, შეწყვიტა თავისი ასპარეზობა.მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ ახალ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. საბოლოო ჯამში, ამ ახალი ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.ჩვენი ჯგუფის გუნდები B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) საუკეთესო ტრიოს შეხვდება.მსოფლიო ჩემპიონატი 2027მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით კატარი უმასპინძლებს. მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, კატარი ამ დროისთვის ერთადერთი გუნდია, ვისაც ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს. ჩემპიონატში სულ 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, კვოტები კი კონტინენტების მიხედვით ასე ნაწილდება:ევროპა: 12 ადგილიამერიკა: 7 ადგილიაზია-ოკეანეთი: 7 ადგილიაფრიკა: 5 ადგილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1e/294716070_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_94603b4abd1ce5c15621c110e36caf3f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კალათბურთი: საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
22:00 05.07.2026 (განახლებულია: 09:04 06.07.2026) საქართველოს ნაკრების მიერ ესპანეთის დამარცხების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში პირველი რაუნდი ოფიციალურად დასრულდა და სამივე ნაკრები (ესპანეთი, უკრაინა, საქართველო), რომლებმაც მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდეს, ქულების მარაგით გადავიდა.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უმნიშვნელოვანეს მატჩში ესპანეთის ნაკრები დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 91:89 დაამარცხა.
მატჩი ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა - ჯიკიჩის გუნდმა არენაზე ნამდვილი საოცრება მოახდინა და მრისხანე მეტოქესთან უმძიმესი თამაში მოიგო.
შეხვედრა ქართველი კალათბურთელებისთვის ძალიან მძიმედ დაიწყო. ესპანელები ყველა კომპონენტში დომინირებდნენ და პირველი მეოთხედი კატასტროფული ანგარიშით - 32:14 მოიგეს. მეორე პერიოდში ესპანელები 22 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 2:27 წუთით ადრე თორნიკე შენგელიამ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა - 76:79. მარკიზ რიდმა კი წუთით ადრე სამიანით ანგარიში გაათანაბრა – 81:81. 23 წამით ადრე კი შეუჩერებელმა თორნიკე შენგელიამ საქართველო პირველად დააწინაურა – 83:81. ბოლო წამებზე ჰაიმე პრადილამ ფარქვეშიდან ორქულიანი ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.
ოვერტაიმში ესპანეთი ხუთი ქულით დაწინაურდა, თუმცა კვლავ შენგელიამ იმარჯვა და საქართველო დააწინაურა - 89:88. ოვერტაიმის დასრულებამდე 19 წამი რჩებოდა, როდესაც მარკის რიდმა გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო – 91:89.
საქართველოს ნაკრების მიერ ესპანეთის დამარცხების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში პირველი რაუნდი ოფიციალურად დასრულდა და სამივე ნაკრები (ესპანეთი, უკრაინა, საქართველო), რომლებმაც მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდეს, ქულების მარაგით გადავიდა.
პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ, საქართველო მეორე ჯგუფურ რაუნდში ორი მოგებითა და ოთხი წაგებით გავიდა. უკრაინა კვლავ 4-2 ანგარიშით იბრძვის, ესპანეთს 5-1 აქვს, ხოლო დანიამ, რომელსაც ერთი მოგებაც არ აქვს, შეწყვიტა თავისი ასპარეზობა.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ ახალ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. საბოლოო ჯამში, ამ ახალი ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.
ჩვენი ჯგუფის გუნდები B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) საუკეთესო ტრიოს შეხვდება.
მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით კატარი უმასპინძლებს. მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, კატარი ამ დროისთვის ერთადერთი გუნდია, ვისაც ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს. ჩემპიონატში სულ 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, კვოტები კი კონტინენტების მიხედვით ასე ნაწილდება: