https://sputnik-georgia.com/20260705/saqartvelos-kalatburtis-nakrebi-espanets-daupirispirdeba-299476670.html
კალათბურთი: საქართველოს ნაკრები დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება
კალათბურთი: საქართველოს ნაკრები დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება
Sputnik საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს, ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება - აქ დაგროვილი თითოეული ქულა გუნდებს... 05.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-05T17:00+0400
2026-07-05T17:00+0400
2026-07-05T17:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/03/297412431_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_72e66f8fe2c84796635faca5db4e08a5.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება.მატჩი ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში 19:30 საათზე დაიწყება.მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს, ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება - აქ დაგროვილი თითოეული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ 6 მატჩი ელით და სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა მსოფლიო პირველობის საგზურს.სატურნირო ვითარება A ჯგუფში და ფორმატიმსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ევროპის კონტინენტიდან სულ 32 ეროვნული გუნდი იბრძვის. ისინი ფინალური ეტაპის 12 საგზურს ორეტაპიანი სისტემით, 6 სათამაშო ფანჯრის განმავლობაში გაინაწილებენ. საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გადავა, სადაც ექვსგუნდიანი ოთხი ახალი ჯგუფი დაკომპლექტდება.ამჟამად მიმდინარე A ჯგუფში სიტუაცია ასეთია: 5-დან 5 მოგებით ცხრილის სათავეში ესპანეთია. მათ 3 გამარჯვებით უკრაინა , ხოლო 2-ით საქართველო მიჰყვებიან, ხოლო აუტსაიდერის პოზიციას დანია იკავებს, რომელსაც აქტივში არცერთი მოგება არ აქვს. ესპანეთს, უკრაინასა და საქართველოს მეორე ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ.მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ ახალ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. საბოლოო ჯამში, ამ ახალი ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.ჩვენი ჯგუფის გუნდები B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) საუკეთესო ტრიოს შეხვდება.ისტორიული რეტროსპექტივა: საქართველოს ნაკრების დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე 2023 წელს შედგა. იაპონიაში, F ჯგუფში ასპარეზობისას, ქართველებმა კაბო ვერდესა და ვენესუელას სძლიეს, სლოვენიასთან მარცხის მიუხედავად კი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. მეორე რაუნდში ჩვენი გუნდი მსოფლიოს მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან და ავსტრალიასთან დამარცხდა და ტურნირი საპატიო მე-16 პოზიციაზე დაასრულა.მსოფლიო ჩემპიონატი 2027მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით კატარი უმასპინძლებს. მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, კატარი ამ დროისთვის ერთადერთი გუნდია, ვისაც ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს. ჩემპიონატში სულ 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, კვოტები კი კონტინენტების მიხედვით ასე ნაწილდება:ევროპა: 12 ადგილიამერიკა: 7 ადგილიაზია-ოკეანეთი: 7 ადგილიაფრიკა: 5 ადგილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/03/297412431_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_aa97986632fa2f4432b38d30a06d3f87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კალათბურთი: საქართველოს ნაკრები დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება
მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს, ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება - აქ დაგროვილი თითოეული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება.
მატჩი ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში 19:30 საათზე დაიწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს, ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება - აქ დაგროვილი თითოეული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ 6 მატჩი ელით და სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა მსოფლიო პირველობის საგზურს.
სატურნირო ვითარება A ჯგუფში და ფორმატი
მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ევროპის კონტინენტიდან სულ 32 ეროვნული გუნდი იბრძვის. ისინი ფინალური ეტაპის 12 საგზურს ორეტაპიანი სისტემით, 6 სათამაშო ფანჯრის განმავლობაში გაინაწილებენ. საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გადავა, სადაც ექვსგუნდიანი ოთხი ახალი ჯგუფი დაკომპლექტდება.
ამჟამად მიმდინარე A ჯგუფში სიტუაცია ასეთია: 5-დან 5 მოგებით ცხრილის სათავეში ესპანეთია. მათ 3 გამარჯვებით უკრაინა , ხოლო 2-ით საქართველო მიჰყვებიან, ხოლო აუტსაიდერის პოზიციას დანია იკავებს, რომელსაც აქტივში არცერთი მოგება არ აქვს. ესპანეთს, უკრაინასა და საქართველოს მეორე ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ ახალ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. საბოლოო ჯამში, ამ ახალი ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.
ჩვენი ჯგუფის გუნდები B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) საუკეთესო ტრიოს შეხვდება.
ისტორიული რეტროსპექტივა: საქართველოს ნაკრების დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე 2023 წელს შედგა. იაპონიაში, F ჯგუფში ასპარეზობისას, ქართველებმა კაბო ვერდესა და ვენესუელას სძლიეს, სლოვენიასთან მარცხის მიუხედავად კი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. მეორე რაუნდში ჩვენი გუნდი მსოფლიოს მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან და ავსტრალიასთან დამარცხდა და ტურნირი საპატიო მე-16 პოზიციაზე დაასრულა.
მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით კატარი უმასპინძლებს. მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, კატარი ამ დროისთვის ერთადერთი გუნდია, ვისაც ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს. ჩემპიონატში სულ 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, კვოტები კი კონტინენტების მიხედვით ასე ნაწილდება: