https://sputnik-georgia.com/20260705/putinsa-da-tramps-shoris-satelepono-saubari-gaimarta-299479409.html
პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
Sputnik საქართველო
სახელმწიფო მეთაურებს შორის საუბარი 4 ივლისს ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა. 05.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-05T16:00+0400
2026-07-05T16:00+0400
2026-07-05T16:00+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/10/294563212_0:0:3037:1708_1920x0_80_0_0_566b22f1d949f8b42bf816539d10c3bb.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს, განაცხადა რუსეთის ლიდერის თანაშემწემ, იური უშაკოვმა. საუბარი 4 ივლისს ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა. სახელმწიფოს მეთაურების საუბარი 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მხარეებმა განიხილეს მათ შორის საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები, მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობები, ასევე უკრაინის კონფლიქტი. რუსეთის ლიდერმა თავის ამერიკელ კოლეგას მიანიშნა იმაზე, რომ კიევი და ევროკავშირი საბრძოლო შეხების ხაზზე არსებული ვითარების მცდარი აღქმით ხელმძღვანელობენ. მან აღნიშნა, რომ ტრამპმა დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს უკრაინის კრიზისის დაძლევის მშვიდობიანი გზების ძიებას და განაცხადა, რომ აშშ-ის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მზად არიან მოსკოვში ნებისმიერ დროს ჩავიდნენ.„მისი სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი გააგრძელებენ მედიაციის ძალისხმევას და „მოსკოვში ნებისმიერ მოსახერხებელ დროს“ ჩავლენ“, – განაცხადა უშაკოვმა. ტრამპმა ასევე მადლობა გადაუხადა პუტინს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაწონასწორებული პოზიციისთვის. რუსეთის ლიდერმა თავის ამერიკელ კოლეგასთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე დაფუძნებული მოლაპარაკებების პროცესი დარეგულირების მიღწევას შესაძლებელს გახდის და დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დეესკალაციისკენ მიმართულ ძალისხმევას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას შეახსენა, რომ მას რუსეთში ჩასვლის მუდმივმოქმედი მოწვევა აქვს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სახელმწიფოს მეთაურებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტების გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ თემატიკაზე. მისი თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ ისაუბრებენ.რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები საკმაოდ ხშირად უკავშირდებიან ერთმანეთს ტელეფონით აქვთ კონტაქტებს სხვა არხებითაც. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ხშირად აწარმოებენ სატელეფონო საუბრებს.რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს საკმაოდ ხშირად უკავშირდებიან ტელეფონით და კონტაქტებს სხვა არხებითაც ინარჩუნებენ. წინა ჯერზე მათი სატელეფონო საუბარი ივნისის პირველ ნახევარში შედგა.შაბათს გამართული სატელეფონო საუბარი, 2025 წლიდან მოყოლებული, რიგით მეთოთხმეტე იყო.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/10/294563212_37:0:2736:2024_1920x0_80_0_0_edf73aaf8b361d5e8ee680b1c6a1e16c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სახელმწიფო მეთაურებს შორის საუბარი 4 ივლისს ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს, განაცხადა რუსეთის ლიდერის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
საუბარი 4 ივლისს ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა. სახელმწიფოს მეთაურების საუბარი 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მხარეებმა განიხილეს მათ შორის საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები, მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობები, ასევე უკრაინის კონფლიქტი.
რუსეთის ლიდერმა თავის ამერიკელ კოლეგას მიანიშნა იმაზე, რომ კიევი და ევროკავშირი საბრძოლო შეხების ხაზზე არსებული ვითარების მცდარი აღქმით ხელმძღვანელობენ.
„ჩვენმა პრეზიდენტმა აღწერა ბრძოლის ველზე არსებული რეალური ვითარების სურათი, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები დამაჯერებლად მიიწევენ წინ და ერთმანეთის მიყოლებით ათავისუფლებენ დასახლებულ პუნქტებს“, – განაცხადა უშაკოვმა.
მან აღნიშნა, რომ ტრამპმა დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს უკრაინის კრიზისის დაძლევის მშვიდობიანი გზების ძიებას და განაცხადა, რომ აშშ-ის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მზად არიან მოსკოვში ნებისმიერ დროს ჩავიდნენ.
„მისი სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი გააგრძელებენ მედიაციის ძალისხმევას და „მოსკოვში ნებისმიერ მოსახერხებელ დროს“ ჩავლენ“, – განაცხადა უშაკოვმა.
ტრამპმა ასევე მადლობა გადაუხადა პუტინს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაწონასწორებული პოზიციისთვის. რუსეთის ლიდერმა თავის ამერიკელ კოლეგასთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე დაფუძნებული მოლაპარაკებების პროცესი დარეგულირების მიღწევას შესაძლებელს გახდის და დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დეესკალაციისკენ მიმართულ ძალისხმევას.
„დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა რუსულ მხარეს გაწონასწორებული პოზიციისა და კონსტრუქციული წინადადებებისთვის“, – დასძინა უშაკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას შეახსენა, რომ მას რუსეთში ჩასვლის მუდმივმოქმედი მოწვევა აქვს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სახელმწიფოს მეთაურებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტების გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ თემატიკაზე. მისი თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ ისაუბრებენ.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები საკმაოდ ხშირად უკავშირდებიან ერთმანეთს ტელეფონით აქვთ კონტაქტებს სხვა არხებითაც.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ხშირად აწარმოებენ სატელეფონო საუბრებს.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს საკმაოდ ხშირად უკავშირდებიან ტელეფონით და კონტაქტებს სხვა არხებითაც ინარჩუნებენ. წინა ჯერზე მათი სატელეფონო საუბარი ივნისის პირველ ნახევარში შედგა.
შაბათს გამართული სატელეფონო საუბარი, 2025 წლიდან მოყოლებული, რიგით მეთოთხმეტე იყო.