მერაბ დვალიშვილი RAF Georgia-ზე გამოსვლისთვის ემზადება

© Courtesy of Merab "The Machine" Dvalishvili მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2026
გამოწერა
ღონისძიება 11 ივლისს თბილისში, „თბილისი არენაზე" ჩატარდება - მთავარი შეხვედრა დვალიშვილსა და UFC-ში მის ყოფილი მეტოქე, ოლიმპიურ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოს შორის შედგება.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ყველანაირად ვეცდები, ვასახელო ჩემი ქვეყანა, განაცხადა თბილისში მყოფმა UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ყოფილმა ჩეპიონმა მერაბ დვალიშვილმა RAF Georgia-სთან დაკავშირებით.
მიმდინარე წლის ივლისში ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ი თბილისში პირველ საერთაშორისო ღონისძიებას გამართავს, რომლის მთავარი მონაწილე მერაბ დვალიშვილია.
ტურნირი თბილისის სპორტის სასახლეში 11 ივლისის 20:00 საათზე დაიწყება.
მერაბ დვალიშვილის მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი და UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონი, ამერიკელი ჰენრი სეხუდოა - დაპირისპირება თავისუფალი ჭიდაობის წესებით შედგება.
„ჩემთვის ჰენრი სეხუდოსთან ჭიდაობა ადვილი არ იქნება იმიტომ, რომ MMA-ზე ვარ კონცენტრირებული. თუმცა, ამ ერთ კვირას გამოვიყენებ იმისთვის, რომ მოვემზადო მაქსიმალურად და ჭიდაობაშიც დავამარცხო ჰენრი სეხუდო“, - განაცხადა დვალიშვილმა ჟურნალისტებთან.
მერაბ დვალიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა 30 მაისს გამართა და მოწინააღმდეგე ფრენკი ედგარი 12:1 დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ კი ბრძოლაში ჰენრი სეხუდო კიდევ ერთხელ გამოიწვია. მათი ბრძოლა ჯერ კიდევ აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა, სეხუდომ ტრავმის გამო შეხვედრა გადადო.
თბილისში ორგანიზაციის ქამრისთვის ასევე იჭიდავებენ ოლიმპიური ჩემპიონები – აბდულრაშიდ სადულაევი და კაილ სნაიდერი. ღონისძიებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა. აღნიშნულ ორგანიზაციაში რამდენიმე ქართველი მოჭიდავე ასპარეზობს, მათ შორის – გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გივი მაჭარაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0