https://sputnik-georgia.com/20260705/dgeidan-maswavleblebis-gamocdebi-iwkeba-299476360.html
დღეიდან მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები იწყება
დღეიდან მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები იწყება
Sputnik საქართველო
წელს მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის სულ დარეგისტრირებულია 29 ათასზე მეტი აპლიკანტი. 05.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-05T10:45+0400
2026-07-05T10:45+0400
2026-07-05T10:45+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:141:1181:805_1920x0_80_0_0_5f9b424db4b0541ff1a5b186171ece32.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. დღეიდან საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებული პირები საგამოცდო პროცესში ჩაერთვებიან, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.უწყების ცნობით, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებისთვის საგამოცდო პროცესი 5 ივლისს დაიწყება და 29 ივლისს დასრულდება.საგამოცდო პროცესის პირველ დღეს (მეორე სესიაზე) ჩატარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, რომლისთვისაც 3,600-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას აპლიკანტს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი.გამოცდების განრიგის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ>>>წელს მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის სულ დარეგისტრირებულია 29 ათასზე მეტი აპლიკანტი.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და პედაგოგობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა. მათ ასევე შეუძლიათ პარალელურად ჩააბარონ უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:30:1181:916_1920x0_80_0_0_f8c063d035a7a3d62c3d50c263867471.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, ახალი ამბები
დღეიდან მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები იწყება
წელს მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის სულ დარეგისტრირებულია 29 ათასზე მეტი აპლიკანტი.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. დღეიდან საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებული პირები საგამოცდო პროცესში ჩაერთვებიან, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებისთვის საგამოცდო პროცესი 5 ივლისს დაიწყება და 29 ივლისს დასრულდება.
საგამოცდო პროცესის პირველ დღეს (მეორე სესიაზე) ჩატარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, რომლისთვისაც 3,600-მდე გამოსაცდელია დარეგისტრირებული.
„საგამოცდო ცენტრებში სესიისათვის რეგისტრაცია – 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას აპლიკანტს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი.
წელს მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის სულ დარეგისტრირებულია 29 ათასზე მეტი აპლიკანტი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და პედაგოგობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა. მათ ასევე შეუძლიათ პარალელურად ჩააბარონ უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.