https://sputnik-georgia.com/20260705/beshumsa-da-omaloshi-samashvelo-zalebi-gantavsda-299478144.html
უსაფრთხოება კურორტებზე: ბეშუმსა და ომალოში დამატებითი სამაშველო ძალები განთავსდა
უსაფრთხოება კურორტებზე: ბეშუმსა და ომალოში დამატებითი სამაშველო ძალები განთავსდა
Sputnik საქართველო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას და დამსვენებლებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების წესები. 05.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-05T14:49+0400
2026-07-05T14:49+0400
2026-07-05T14:49+0400
საქართველო
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23057/32/230573266_0:64:1200:739_1920x0_80_0_0_5fb922d22a0331ddc3316e1f25f53591.jpg
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით მაღალმთიან კურორტ ბეშუმსა და თუშეთის სოფელ ომალოში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღნიშნული გადაწყვეტილება ტურისტულ ზონებში უსაფრთხოების გაძლიერებასა და ხანძრების პრევენციას ემსახურება.„მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, აღნიშნულ ტურისტულ ზონებში მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და შესაბამისი სპეციალური ტექნიკა“, - ნათქვამია განცხადებაში.უწყება მოსახლეობას და დამსვენებლებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23057/32/230573266_67:0:1135:801_1920x0_80_0_0_dae6be190bf8fd18effce319d97accaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
უსაფრთხოება კურორტებზე: ბეშუმსა და ომალოში დამატებითი სამაშველო ძალები განთავსდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას და დამსვენებლებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების წესები.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით მაღალმთიან კურორტ ბეშუმსა და თუშეთის სოფელ ომალოში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ტურისტულ ზონებში უსაფრთხოების გაძლიერებასა და ხანძრების პრევენციას ემსახურება.
„მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, აღნიშნულ ტურისტულ ზონებში მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და შესაბამისი სპეციალური ტექნიკა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება მოსახლეობას და დამსვენებლებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.
საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.