https://sputnik-georgia.com/20260704/vmusaobt-debo-da-zmebo-zaxarovam-putinis-samxedro-formas-signali-uwoda-299472482.html
„ვმუშაობთ, დებო და ძმებო“: ზახაროვამ პუტინის სამხედრო ფორმას სიგნალი უწოდა
„ვმუშაობთ, დებო და ძმებო“: ზახაროვამ პუტინის სამხედრო ფორმას სიგნალი უწოდა
Sputnik საქართველო
მარია ზახაროვამ იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გამოჩნდა კონსტანტინოვკას გათავისუფლებისადმი მიძღვნილ თათბირზე... 04.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-04T19:29+0400
2026-07-04T19:29+0400
2026-07-04T19:29+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
ვლადიმირ პუტინი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260335262_777:373:3147:1706_1920x0_80_0_0_3e05f6278200f330fe3626de694e8a70.jpg
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. მოსკოვი მკაფიო სიგნალს აგზავნის ტერორისტ-ნეონაცისტი ნაძირალების ბოლომდე განადგურების განზრახვის შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ თავის Telegram-არხზე.ადრე ბრიტანელმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა ჯიმ ფერგიუსონმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოჩნდა თათბირზე, რომელიც კონსტანტინოვკას გათავისუფლების მიეძღვნა და ამას სიგნალი უწოდა.„ვფიქრობ, ის მართალია. უამრავი სიგნალი იყო პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრის განზრახვის შესახებ. ყველა მათგანი უგულებელყოფილ იქნა დასავლეთის გატეხილი რეტრანსლატორის მიერ. ახლა სიგნალი მკაფიოა: ჩვენ ბოლომდე გავანადგურებთ ტერორისტ ნეონაცისტ ნაძირალებს, ყველა ფრონტზე“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ზახაროვამ ფერგიუსონის განცხადებაზე.დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი მშვიდობაზე უარს არ ამბობს, მაგრამ დარწმუნების მეთოდოლოგია შეიცვალა.„ჩვენ არ ვამბობთ უარს მშვიდობაზე, მაგრამ დარწმუნების მეთოდოლოგია შეიცვალა. ვიმუშაოთ, ძმებო და დებო!“ - დასძინა ზახაროვამ.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოგვარებისთვის მზადყოფნის ყველა წინა სიგნალი დასავლეთის ქვეყნების მიერ მუდმივად იგნორირებული იყო.ახლა, მისი თქმით, რუსეთის პოზიცია უკიდურესად ნათელია და ორაზროვნებას არ იძლევა.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260335262_725:342:2995:2045_1920x0_80_0_0_1a9d298f1b1bbf1cf163d66398540cb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ვლადიმირ პუტინი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ვლადიმირ პუტინი, მსოფლიოს ახალი ამბები
„ვმუშაობთ, დებო და ძმებო“: ზახაროვამ პუტინის სამხედრო ფორმას სიგნალი უწოდა
მარია ზახაროვამ იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გამოჩნდა კონსტანტინოვკას გათავისუფლებისადმი მიძღვნილ თათბირზე, უწოდა მკაფიო სიგნალი იმისა, რომ რუსეთი ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. მოსკოვი მკაფიო სიგნალს აგზავნის ტერორისტ-ნეონაცისტი ნაძირალების ბოლომდე განადგურების განზრახვის შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ თავის Telegram-არხზე.
ადრე ბრიტანელმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა ჯიმ ფერგიუსონმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოჩნდა თათბირზე, რომელიც კონსტანტინოვკას გათავისუფლების მიეძღვნა და ამას სიგნალი უწოდა.
„ვფიქრობ, ის მართალია. უამრავი სიგნალი იყო პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრის განზრახვის შესახებ. ყველა მათგანი უგულებელყოფილ იქნა დასავლეთის გატეხილი რეტრანსლატორის მიერ. ახლა სიგნალი მკაფიოა: ჩვენ ბოლომდე გავანადგურებთ ტერორისტ ნეონაცისტ ნაძირალებს, ყველა ფრონტზე“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ზახაროვამ ფერგიუსონის განცხადებაზე.
დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი მშვიდობაზე უარს არ ამბობს, მაგრამ დარწმუნების მეთოდოლოგია შეიცვალა.
„ჩვენ არ ვამბობთ უარს მშვიდობაზე, მაგრამ დარწმუნების მეთოდოლოგია შეიცვალა. ვიმუშაოთ, ძმებო და დებო!“ - დასძინა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოგვარებისთვის მზადყოფნის ყველა წინა სიგნალი დასავლეთის ქვეყნების მიერ მუდმივად იგნორირებული იყო.
ახლა, მისი თქმით, რუსეთის პოზიცია უკიდურესად ნათელია და ორაზროვნებას არ იძლევა.