Tbilisi Open Air 2026: ლისის ტბის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2026
გამოწერა
Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან იმართება და ის რეგიონში ღია ცის ქვეშ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალია.
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air 2026-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებია.
მერიის ცნობით, ე.წ. ლისის წრის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძისა და ტოგო გუდავას ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ წრიდან იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით.
გადაადგილება შესაძლებელი იქნება კეჭაყმაძის ქუჩიდან თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩის გავლით, ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩების მიმართულებით. ჟღენტისა და დათუაშვილის ქუჩებიდან კი ავტომობილები არსებული მარშრუტით შეძლებენ ყველა შესაძლო მიმართულებით მოძრაობას.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები N102 და N363 ავთო ვარაზის ქუჩიდან თხინვალას მიმართულებით იმოძრავებენ დადგენილი სქემით, ხოლო უკუმიმართულებისას, ვარაზის ქუჩას დაუკავშირდებიან თხინვალას ქუჩის საშუალებით, ნაცვლად კეჭაყმაძისა და ლეო კვაჭაძის ქუჩებისა. ამის შემდეგ აღნიშნული ავტობუსები დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.
N329 ავტობუსი კვაჭაძის ქუჩიდან თხინვალას მიმართულებით იმოძრავებს დადგენილი სქემით, ხოლო უკუმიმართულებისას თხინვალას ქუჩით დაუკავშირდება ავთო ვარაზის ქუჩას. შემდგომ გააგრძელებს მოძრაობას დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებზე, რის შემდეგაც ბერიტაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით.
მერიის ინფორმაციით, 6 ივლისის 01:00 საათიდან 10:00-მდე გზის აღნიშნული მონაკვეთი დაუბრუნდება არსებულ მდგომარეობას და ავტომობილები ორივე მიმართულებით შეძლებენ გადაადგილებას.
Tbilisi Open Air 2026-ის სტუმრებს 4 და 5 ივლისს Lisi Wonderland-ში უმასპინძლებს. წელს ფესტივალი საიუბილეოა და უკვე მე-15-ედ აერთიანებს მუსიკის, ხელოვნების, თავისუფლებისა და მრავალფეროვანი კულტურის მოყვარულებს. ორი დღის განმავლობაში Lisi Wonderland-ი ქართველი და საერთაშორისო არტისტების, საინტერესო კოლაბორაციებისა და მულტიკულტურული გამოცდილების ცენტრად გადაიქცევა. ტერიტორიაზე მოეწყობა კემპინგის ზონა, კვების ობიექტები, მარკეტი და სხვადასხვა გასართობი სივრცე. ფესტივალის კარი 4 ივლისს, 14:00 საათზე გაიღება. ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია "თიბისი" ბანკი.
Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან იმართება და ის რეგიონში ღია ცის ქვეშ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალია.
ყველა ახალი ამბავი
0