სებ: საქართველო BSEC-ის საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივ ჯგუფს უხელმძღვანელებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართელოს ეროვნული ბანკი
საქართელოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2026
გამოწერა
დარგობრივი ჯგუფის მთავარი მიზანი BSEC-ის წევრ სახელმწიფოებს შორის საბანკო და საფინანსო სფეროში მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობაა
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს (CMFA) გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 ივლისიდან ორი წლის ვადით, საქართველო BSEC-ის საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
დარგობრივი ჯგუფის მთავარი მიზანი BSEC-ის წევრ სახელმწიფოებს შორის საბანკო და საფინანსო სფეროში მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობაა. მათ შორისაა რეგულირების, ზედამხედველობისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხებზე დიალოგის გაღრმავება, საერთო პროექტების ინიცირება და განვითარების სტრატეგიების შემუშავება.
“შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობა ხაზს უსვამს ქვეყნის სტრატეგიულ როლს რეგიონში და მნიშვნელოვანია საბანკო-საფინანსო სექტორში კავშირების გაღრმავებისთვის“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ეს სტატუსი განამტკიცებს საქართველოს მრავალმხრივ თანამშრომლობას შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც ხელს უწყობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას სხვადასხვა მიმართულებებით.
აღნიშნული სტატუსით საქართველო წამყვან როლს შეასრულებს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში, მათ შორის, მისი პერიოდული სხდომების ორგანიზებაში წევრ სახელმწიფოთა საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC) 13 ქვეყანას აერთიანებს. მათ შორის თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბულგარეთს, საბერძნეთს, მოლდოვას, რუმინეთს, სერბეთსა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0