https://sputnik-georgia.com/20260704/giga-avalianis-saqme-giorgi-malanias-patimroba-seefarda-299469136.html
გიგა ავალიანის საქმე: გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
გიგა ავალიანის საქმე: გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
გიგა ავალიანის საქმეზე ჯამში ხუთი არასრულწლოვანი პირია მსჯავრდადებული, მათ შორის ერთი გოგონა 04.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-04T12:48+0400
2026-07-04T12:48+0400
2026-07-04T12:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a493b3542e04184bd210ccefdb4e059d.jpg
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 წლის მასწავლებლისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება "პირველი არხი". გიორგი მალანია მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს ავალიანის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ახლა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან დაკავებული გიორგი მალანია არასრულწლოვანია. სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა გაარკვიეს ავალიანის სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი. 2025 წლის 1 ოქტომბერს გაბაშვილი და რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს, გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ლ" ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიგა ავალიანის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება შეძრა. თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმის გამო ავალიანი სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. თავდამსხმელებმა ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს. გამოძიების ცნობით, ძალადობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. მკვლელობაში მსჯავრდებულმა ალექსანდრე გაბაშვილმა ავალიანზე თავისი შეყვარებული გოგონას გამო იეჭვიანა, რომელიც მასთან მათემატიკაში მეცადინეობდა. გიგა ავალიანის საქმეზე ჯამში ხუთი არასრულწლოვანი პირია მსჯავრდადებული, მათ შორის ერთი გოგონა:თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადების ბრალდებით დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს 13 წლით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ანი ნასყიდაშვილს, რომელსაც დანაშაულის მომზადება და ჩადენის ფაქტის დაფარვა/შეუტყობინებლობა ედება ბრალად - 7 წელი. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მათ სასჯელის 1/4 ჩამოაკლდათ. შესაბამისად, დემეტრე ჩიქოვანი ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს, ანი ნასყიდაშვილი — 5 წელსა და 3 თვეს. ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით პატიმრობა მიესაჯათ. სასჯელი მათაც 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ. 1-ელ ივნისს დამნაშავედ ცნეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელსაც ასევე ჩამოაკლდა 1/4 და საბოლოოდ პატიმრობა 3 წლით განესაზღვრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218250_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_98eabf8c9b0373d36e98e7a7f335e276.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო
გიგა ავალიანის საქმე: გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
გიგა ავალიანის საქმეზე ჯამში ხუთი არასრულწლოვანი პირია მსჯავრდადებული, მათ შორის ერთი გოგონა
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 წლის მასწავლებლისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება "პირველი არხი".
გიორგი მალანია მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს ავალიანის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ახლა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან დაკავებული გიორგი მალანია არასრულწლოვანია. სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა გაარკვიეს ავალიანის სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
2025 წლის 1 ოქტომბერს გაბაშვილი და რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს, გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ლ" ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიგა ავალიანის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება შეძრა. თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმის გამო ავალიანი სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. თავდამსხმელებმა ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
გამოძიების ცნობით, ძალადობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. მკვლელობაში მსჯავრდებულმა ალექსანდრე გაბაშვილმა ავალიანზე თავისი შეყვარებული გოგონას გამო იეჭვიანა, რომელიც მასთან მათემატიკაში მეცადინეობდა.
გიგა ავალიანის საქმეზე ჯამში ხუთი არასრულწლოვანი პირია მსჯავრდადებული, მათ შორის ერთი გოგონა:
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადების ბრალდებით დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს 13 წლით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ანი ნასყიდაშვილს, რომელსაც დანაშაულის მომზადება და ჩადენის ფაქტის დაფარვა/შეუტყობინებლობა ედება ბრალად - 7 წელი. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მათ სასჯელის 1/4 ჩამოაკლდათ. შესაბამისად, დემეტრე ჩიქოვანი ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს, ანი ნასყიდაშვილი — 5 წელსა და 3 თვეს.
ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით პატიმრობა მიესაჯათ. სასჯელი მათაც 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ.
1-ელ ივნისს დამნაშავედ ცნეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელსაც ასევე ჩამოაკლდა 1/4 და საბოლოოდ პატიმრობა 3 წლით განესაზღვრა.