ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2026
გამოწერა
მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,08% შეადგინა.
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2026 წლის 1 ივნისის მდგომარეობით 71,33 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1,31 მლრდ ლარით ანუ 1,87%-ით მეტია 1 მაისისთვის არსებულ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ მასალებში.
ანგარიშის თანახმად, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 1,35 მლრდ ლარით, ანუ 3,99%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 40,88 მლნ ლარით, ანუ 0,11%-ით შემცირდა.
სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით 54,93% შეადგინა, რაც მაისის მონაცემებთან შედარებით 1,53%-ით მეტია.
მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,08% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8,83%, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე 2,49%.
მაისის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.
ყველა ახალი ამბავი
0