https://sputnik-georgia.com/20260703/saqartvelos-prezidenti-iransi-cavida-299457046.html
საქართველოს პრეზიდენტი ირანში ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტი ირანში ჩავიდა
Sputnik საქართველო
აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სამგლოვიარო ღონისძიებები 4-9 ივლისს გაიმართება 03.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-03T15:32+0400
2026-07-03T15:32+0400
2026-07-03T15:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
ირანი
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294799393_0:491:1200:1166_1920x0_80_0_0_ca87e25c6d2c18abcbf9621e58a4e0ef.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში იმყოფება, სადაც აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.შესაბამის კადრებს ირანული ტელევიზიებიც ავრცელებენ. თეირანის აეროპორტში ყაველაშვილს ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.„პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას.მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.საქართველოს პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ალი ხამენეის დაკრძალვა და სამგლოვიარო ღონისძიებები 4-9 ივლისს გაიმართება. ცერემონიაზე უცხოური დელეგაციები მიიწვიეს. მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქმენეთის, პაკისტანის და საქართველოს დელეგაციები.ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში 28 თებერვალს დაიღუპა.მიმდინარე წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.8 მარტს ირანის ექსპერტთა საბჭომ ქვეყნის უზენაეს ლიდერად აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, 56 წლის მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მუქარისა, რომ წინ აღუდგებიან მის არჩევას.
საქართველო
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294799393_0:378:1200:1278_1920x0_80_0_0_a61c7cbfbbddf1ed15e80423337876a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ირანი , საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ირანი , საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ირანში ჩავიდა
აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სამგლოვიარო ღონისძიებები 4-9 ივლისს გაიმართება
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში იმყოფება, სადაც აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შესაბამის კადრებს ირანული ტელევიზიებიც ავრცელებენ. თეირანის აეროპორტში ყაველაშვილს ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.
„პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.
საქართველოს პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ალი ხამენეის დაკრძალვა და სამგლოვიარო ღონისძიებები 4-9 ივლისს გაიმართება. ცერემონიაზე უცხოური დელეგაციები მიიწვიეს. მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქმენეთის, პაკისტანის და საქართველოს დელეგაციები.
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში 28 თებერვალს დაიღუპა.
მიმდინარე წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.
8 მარტს ირანის ექსპერტთა საბჭომ ქვეყნის უზენაეს ლიდერად აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, 56 წლის მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მუქარისა, რომ წინ აღუდგებიან მის არჩევას.