https://sputnik-georgia.com/20260703/saqartvelom-da-uzbeketma-strategiuli-partniorobis-sesaxeb-setanxmeba-gaaformes-299458387.html
საქართველომ და უზბეკეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
საქართველომ და უზბეკეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
Sputnik საქართველო
ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის მემორანდუმები გაფორმდა 03.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-03T19:35+0400
2026-07-03T19:35+0400
2026-07-03T19:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
უზბეკეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/03/299457465_0:87:840:560_1920x0_80_0_0_26bcd07f3d980e0e74a8fa2201286345.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა თბილისში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.მირზიოევი თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, სადაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრა.მისი თქმით, საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას.თავის მხრივ, უზბეკეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიღწევებს ეკონომიკის სფეროში.„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში. ბოლო წლებში ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს მხოლოდ დასაწყისია,“- აღნიშნა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო, საბაჟო, განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.მირზიოევი და კობახიძე შეთანხმდნენ ცალკე „საგზაო რუკის“ გაფორმებაზე, რომელიც უახლოეს წლებში სავაჭრო ბრუნვას 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდის, ვაჭრობაში არსებულ დისბალანსს აღმოფხვრის, სასურველი პროდუქციის იმპორტ-ექსპორტს გაზრდის და სამრეწველო გამოფენების გამართვას შეუწყობს ხელს.მხარეებმა ასევე განიხილეს ტრანსპორტისა და ტრანზიტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და ამ მნიშვნელოვან სფეროში პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფოთისა და ბათუმის პორტების ინფრასტრუქტურის აქტიურ გამოყენებას უზბეკეთიდან ტვირთების გადაზიდვისთვის.უზბეკეთის პრეზიდენტი მიესალმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნის გახსნას და შეხვედრაზე წამოაყენა წინადადება, დაიწყოს მუშაობა მის შერწყმაზე ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის მშენებარე რკინიგზის ხაზთან.ასევე მიღწეული იქნა შეთანხმებები ახალი პროექტების განხორციელებაზე სოფლის მეურნეობის, ელექტროტექნიკისა და ენერგეტიკის სექტორებში, ფარმაცევტულ, კვების და მსუბუქ მრეწველობაში, სამშენებლო მასალების წარმოებასა და განვითარებაში, გაციფრულების სფეროში, IT სექტორის განვითარებაში, ციფრულ საბანკო საქმესა და ტურიზმში.საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. საქართველოში საელჩო ჯერ არ გახსნილა. ქვეყანას ფარავს უზბეკეთის საელჩო აზერბაიჯანში. ამასობაში, ტაშკენტში საქართველოს საელჩო ფუნქციონირებს.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/03/299457465_81:0:828:560_1920x0_80_0_0_8db34fa4b3a87ea9511d531c6298d268.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველომ და უზბეკეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის მემორანდუმები გაფორმდა
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა თბილისში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
მირზიოევი თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, სადაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრა.
„ერთობლივი დეკლარაცია არის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობის დასტური და მყარ საფუძველს უქმნის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მდგრად განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას.
თავის მხრივ, უზბეკეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიღწევებს ეკონომიკის სფეროში.
„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში. ბოლო წლებში ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს მხოლოდ დასაწყისია,“- აღნიშნა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო, საბაჟო, განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
მირზიოევი და კობახიძე შეთანხმდნენ ცალკე „საგზაო რუკის“ გაფორმებაზე, რომელიც უახლოეს წლებში სავაჭრო ბრუნვას 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდის, ვაჭრობაში არსებულ დისბალანსს აღმოფხვრის, სასურველი პროდუქციის იმპორტ-ექსპორტს გაზრდის და სამრეწველო გამოფენების გამართვას შეუწყობს ხელს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ტრანსპორტისა და ტრანზიტის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და ამ მნიშვნელოვან სფეროში პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფოთისა და ბათუმის პორტების ინფრასტრუქტურის აქტიურ გამოყენებას უზბეკეთიდან ტვირთების გადაზიდვისთვის.
უზბეკეთის პრეზიდენტი მიესალმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნის გახსნას და შეხვედრაზე წამოაყენა წინადადება, დაიწყოს მუშაობა მის შერწყმაზე ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის მშენებარე რკინიგზის ხაზთან.
ასევე მიღწეული იქნა შეთანხმებები ახალი პროექტების განხორციელებაზე სოფლის მეურნეობის, ელექტროტექნიკისა და ენერგეტიკის სექტორებში, ფარმაცევტულ, კვების და მსუბუქ მრეწველობაში, სამშენებლო მასალების წარმოებასა და განვითარებაში, გაციფრულების სფეროში, IT სექტორის განვითარებაში, ციფრულ საბანკო საქმესა და ტურიზმში.
საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. საქართველოში საელჩო ჯერ არ გახსნილა. ქვეყანას ფარავს უზბეკეთის საელჩო აზერბაიჯანში. ამასობაში, ტაშკენტში საქართველოს საელჩო ფუნქციონირებს.