https://sputnik-georgia.com/20260703/samarcxvino-gancxadeba-saqartvelosi-jo-uilsons-upasuxes-299458185.html
„სამარცხვინო განცხადება“: საქართველოში ირანში ვიზიტის კრიტიკაზე უპასუხეს
„სამარცხვინო განცხადება“: საქართველოში ირანში ვიზიტის კრიტიკაზე უპასუხეს
Sputnik საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება 03.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-03T18:58+0400
2026-07-03T18:58+0400
2026-07-03T18:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
ირანი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/03/299456878_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_28eb3036c6980316142f98aef45b6261.jpg
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. აშშ-ის კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადება ირანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ სამარცხვინოა, ხოლო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობას ასეთ ღონისძიებებში არანაირი გავლენა არ აქვს საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.მანამდე უილსონმა დაწერა სოციალურ ქსელში, რომ „დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ხოლო „ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო გააღრმავოს“.დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანთან კონტაქტები დიპლომატიური ხასიათისაა და გავლენას არ ახდენს თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობებზე.„აი ის ხალხი ვინც ტრამპთან ერთად ზანგეზურის შეთანხმებას ხელი მოაწერა, ჩადიან ირანში. მეზობლებთან სამძიმარზე ჩავდიოდით, ახლაც ჩავალთ და ყველას ცუდი ღმერთმა აშოროს და მომავალშიც თუ საჭირო იქნება, არ დავიხევთ უკან. ირანში ჩასვლა ამერიკასთან ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებს“, - აღნიშნა მან.შარმანაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე აღებულ კურსს.„არაფერს არ ველოდებით, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და მოხდება ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა. აქ რომ საკუთარ თავს ოპოზიციას ეძახიან, ისე არ ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც საშინაო და საგარეო პოლიტიკას გეგმავენ აშშ-ში. იქ უფრო ცოტა სერიოზული ხალხია, ვიდრე ესენი," - განაცხადა შარმანაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამჟამად ირანში იმყოფება, სადაც აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას.ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში 28 თებერვალს დაიღუპა.მიმდინარე წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.8 მარტს ირანის ექსპერტთა საბჭომ ქვეყნის უზენაეს ლიდერად აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, 56 წლის მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მუქარისა, რომ წინ აღუდგებიან მის არჩევას.
საქართველო
აშშ
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/03/299456878_43:0:860:613_1920x0_80_0_0_8cf58e0c3f039f21ccb64e1b616c813c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ირანი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ირანი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
„სამარცხვინო განცხადება“: საქართველოში ირანში ვიზიტის კრიტიკაზე უპასუხეს
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. აშშ-ის კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადება ირანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ სამარცხვინოა, ხოლო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობას ასეთ ღონისძიებებში არანაირი გავლენა არ აქვს საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
მანამდე უილსონმა დაწერა სოციალურ ქსელში, რომ „დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ხოლო „ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო გააღრმავოს“.
„სამარცხვინო განცხადებაა. იქ ვინც ჩავა, ყველა ამერიკის მტერია? დაწერეთ ამერიკის განსაკუთრებული მტრების სია: სომხეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა... ასე მიაყოლეთ და მერე შეგიძლიათ საქართველოც მიაწეროთ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანთან კონტაქტები დიპლომატიური ხასიათისაა და გავლენას არ ახდენს თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობებზე.
„აი ის ხალხი ვინც ტრამპთან ერთად ზანგეზურის შეთანხმებას ხელი მოაწერა, ჩადიან ირანში. მეზობლებთან სამძიმარზე ჩავდიოდით, ახლაც ჩავალთ და ყველას ცუდი ღმერთმა აშოროს და მომავალშიც თუ საჭირო იქნება, არ დავიხევთ უკან. ირანში ჩასვლა ამერიკასთან ურთიერთობაზე გავლენას არ იქონიებს“, - აღნიშნა მან.
შარმანაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე აღებულ კურსს.
„არაფერს არ ველოდებით, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და მოხდება ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა. აქ რომ საკუთარ თავს ოპოზიციას ეძახიან, ისე არ ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც საშინაო და საგარეო პოლიტიკას გეგმავენ აშშ-ში. იქ უფრო ცოტა სერიოზული ხალხია, ვიდრე ესენი," - განაცხადა შარმანაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამჟამად ირანში იმყოფება, სადაც აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას.
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში 28 თებერვალს დაიღუპა.
მიმდინარე წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.
8 მარტს ირანის ექსპერტთა საბჭომ ქვეყნის უზენაეს ლიდერად აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, 56 წლის მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მუქარისა, რომ წინ აღუდგებიან მის არჩევას.