როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaაჭარაში ციტრუსის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა გაიხსნა.
აჭარაში ციტრუსის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა გაიხსნა. - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2026
გამოწერა
2026 წლის მაისში აპრილთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,03%-ით გაიზარდა.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2026 წლის მაისში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 6,5%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 6,5%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 24,6%-ით.
2026 წლის მაისში აპრილთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,03%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი წარმოება
საქართველოში წარმოებულ შიდა ბაზრისთვის გათვლილ პროდუქციაზე ფასები მაისში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,7%-ით გაიზარდა.
ამასთან, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 5,9%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 5,3%-ით გაიზარდა.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი მაისში, 2025 წლის მაისთან შედარებით, 11,6%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 29,8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 8,5%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში გაიზარდა 6,3%-ით. ამასთან, გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 6,5%-ით.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2026 წლის მაისში 5,7% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ინფლაციის დონემ მაისში, აპრილთან შედარებით, 0,3% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0