https://sputnik-georgia.com/20260703/ra-ganixiles-saqartvelos-da-uzbeketis-prezidentebma-299454301.html
ორმხრივი ურთიერთობები და პარტნიორობა - რა განიხილეს საქართველოს და უზბეკეთის პრეზიდენტებმა
ორმხრივი ურთიერთობები და პარტნიორობა - რა განიხილეს საქართველოს და უზბეკეთის პრეზიდენტებმა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა. 03.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-03T13:21+0400
2026-07-03T13:21+0400
2026-07-03T13:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
უზბეკეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/02/299449701_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_f992c1fd3cf87fe43920e8063d416f6f.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიიოევთან ორმხრივი ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერა განიხილა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.მირზიოევი თბილისში 2 ივლისს ჩამოვიდა. დღეს ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. მხარეები იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხებზე როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ კავშირებს, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერების საკითხებს.ამ კონტექსტში აღინიშნა შესაძლებლობები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერების თვალსაზრისით.პრეზიდენტის თქმით, საქართველო უზბეკეთს განიხილავს, როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, რომელთანაც ურთიერთპატივისცემა, საერთო ინტერესები და თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე ნება აერთიანებს.საქართველოს პრეზიდენტმა უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა.ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის.მირზიოევის თბილისში ვიზიტის დროს იგეგმება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი დოკუმენტების მნიშვნელოვანი პაკეტის ხელმოწერა.შეხვედრებზე განხილული იქნება უზბეკეთ-საქართველოს მეგობრობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება.მხარეები განიხილავენ პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების, პარლამენტთაშორისი და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების და კულტურული და ჰუმანიტარული გაზიარების განვითარების პრაქტიკულ ასპექტებს.შეხვედრები ასევე ფოკუსირებული იქნება მრეწველობის, ფარმაცევტულ, ქიმიურ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და IT სექტორში თანამშრომლობის პროექტების ხელშეწყობაზე.პრიორიტეტებს შორისაა თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორში, ასევე უზბეკური ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა. ლიდერები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს მიმდინარე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. მას შემდეგ საქართველოში საელჩო არ გახსნილა. ქვეყანას ფარავს უზბეკეთის საელჩო აზერბაიჯანში. ტაშკენტში საქართველოს საელჩო ფუნქციონირებს.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/02/299449701_93:0:1230:853_1920x0_80_0_0_6f7f95dc19a9bee4ba5450eb49d96929.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ორმხრივი ურთიერთობები და პარტნიორობა - რა განიხილეს საქართველოს და უზბეკეთის პრეზიდენტებმა
საქართველოს პრეზიდენტმა უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიიოევთან ორმხრივი ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერა განიხილა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მირზიოევი თბილისში 2 ივლისს ჩამოვიდა. დღეს ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. მხარეები იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხებზე როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ კავშირებს, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერების საკითხებს.
ამ კონტექსტში აღინიშნა შესაძლებლობები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერების თვალსაზრისით.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო უზბეკეთს განიხილავს, როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, რომელთანაც ურთიერთპატივისცემა, საერთო ინტერესები და თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე ნება აერთიანებს.
საქართველოს პრეზიდენტმა უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა.
ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მირზიოევის თბილისში ვიზიტის დროს იგეგმება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი დოკუმენტების მნიშვნელოვანი პაკეტის ხელმოწერა.
შეხვედრებზე განხილული იქნება უზბეკეთ-საქართველოს მეგობრობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება.
მხარეები განიხილავენ პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების, პარლამენტთაშორისი და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების და კულტურული და ჰუმანიტარული გაზიარების განვითარების პრაქტიკულ ასპექტებს.
შეხვედრები ასევე ფოკუსირებული იქნება მრეწველობის, ფარმაცევტულ, ქიმიურ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და IT სექტორში თანამშრომლობის პროექტების ხელშეწყობაზე.
პრიორიტეტებს შორისაა თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორში, ასევე უზბეკური ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა. ლიდერები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს მიმდინარე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.
საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. მას შემდეგ საქართველოში საელჩო არ გახსნილა. ქვეყანას ფარავს უზბეკეთის საელჩო აზერბაიჯანში. ტაშკენტში საქართველოს საელჩო ფუნქციონირებს.