https://sputnik-georgia.com/20260703/konkurencia-musaobs-mmartvel-partiasi-fasebis-semcirebaze-saubroben-299462566.html
კონკურენცია მუშაობს - მმართველ პარტიაში ფასების შემცირებაზე საუბრობენ
კონკურენცია მუშაობს - მმართველ პარტიაში ფასების შემცირებაზე საუბრობენ
Sputnik საქართველო
საქართველოს საპარლამენტო კომისიამ ბაზარზე კარტელური გარიგების არსებობა გამორიცხა, თუმცა ქვეყანაში ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური დადგა. 03.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-03T22:14+0400
2026-07-03T22:14+0400
2026-07-03T22:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/03/299452756_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_0ab337200846c98d9cdc73da5c188b93.jpg
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. 13 კატეგორიის საბაზისო პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალის ამოქმედების შემდეგ ფასები 12,7%-ით შემცირდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა.ივნისის ბოლოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ წარადგინა „საოჯახო კალათის" პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.მისი თქმით, პორტალის მთავარი მიზანი იყო სისტემის ისე შეცვლა, რომ ფასდაკლების მოდელი მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე გამოეყენებინათ.საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ საქართველოში ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო და კარტელური გარიგებები გამორიცხა, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში სურსათზე ფასები, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნის საკითხი მოსახლეობისთვის უკიდურესად მტკივნეული რჩება, რის გამოც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.2026 წლის აპრილში, 2025 წლის აპრილთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდამ 7,5% შეადგინა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფასების მატებაზე ძლიერი გავლენა მოახდინა საწვავისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდამ.2026 წლის მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2025 წლის მაისთან შედარებით 5,7% შეადგინა, (მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია).მაისში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ტრანსპორტზე (15,1%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (7,6%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (7,2%), კომუნალურ მომსახურებაზე (7%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (5,2%), ჯანდაცვაზე (5,1%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (3%) და განათლების სფეროში (2,4%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/03/299452756_11:0:1898:1415_1920x0_80_0_0_d998bd40fdce158c1b1e28edfa4cbc5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
კონკურენცია მუშაობს - მმართველ პარტიაში ფასების შემცირებაზე საუბრობენ
საქართველოს საპარლამენტო კომისიამ ბაზარზე კარტელური გარიგების არსებობა გამორიცხა, თუმცა ქვეყანაში ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური დადგა.
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. 13 კატეგორიის საბაზისო პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალის ამოქმედების შემდეგ ფასები 12,7%-ით შემცირდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა.
ივნისის ბოლოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ წარადგინა „საოჯახო კალათის" პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.
„როდესაც (
www.ekalata.gov.ge- რედ.) პორტალი შევქმენით, საშუალო ჩეკი 13 პროდუქტზე იყო 43 ლარი და 20 თეთრი, დღევანდელი რეალობა არის 37 ლარი და 72 თეთრი. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია მუშაობს, სისტემა მუშაობს“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, პორტალის მთავარი მიზანი იყო სისტემის ისე შეცვლა, რომ ფასდაკლების მოდელი მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე გამოეყენებინათ.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ საქართველოში ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო და კარტელური გარიგებები გამორიცხა, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში სურსათზე ფასები, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნის საკითხი მოსახლეობისთვის უკიდურესად მტკივნეული რჩება, რის გამოც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.
2026 წლის აპრილში, 2025 წლის აპრილთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდამ 7,5% შეადგინა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფასების მატებაზე ძლიერი გავლენა მოახდინა საწვავისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდამ.
2026 წლის მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2025 წლის მაისთან შედარებით 5,7% შეადგინა, (მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია).
მაისში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ტრანსპორტზე (15,1%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (7,6%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (7,2%), კომუნალურ მომსახურებაზე (7%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (5,2%), ჯანდაცვაზე (5,1%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (3%) და განათლების სფეროში (2,4%).