https://sputnik-georgia.com/20260703/eklesia-gei-arlumebi-da-evrokavsiris-monebi-saqartvelosi-evroparlaments-upasuxes-299458591.html
ეკლესია, გეი-აღლუმები და „ევროკავშირის მონები“: საქართველოში ევროპარლამენტს უპასუხეს
ეკლესია, გეი-აღლუმები და „ევროკავშირის მონები“: საქართველოში ევროპარლამენტს უპასუხეს
Sputnik საქართველო
ევროპარლამენტმა ივნისში მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეიცავს სანქციების დაწესების მოწოდებებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ 03.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-03T20:11+0400
2026-07-03T20:11+0400
2026-07-03T20:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ევროპარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23538/68/235386841_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_67839636600397332066f3444429b4bd.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ევროპელმა ბიუროკრატებმა გააცნობიერეს, რომ ქართული საზოგადოების მთავარი ძალა რწმენასა და მართლმადიდებლურ ეკლესიაშია და ამიტომ ცდილობენ ამ ინსტიტუტზე თავდასხმას, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის კომენტირებისას.17 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ გავლენიან ინსტიტუტად რჩება ქართულ საზოგადოებაში. დოკუმენტში ასევე გამოთქმულია შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, რელიგიურ ქსელებს იყენებს დეზინფორმაციისა და გავლენის ოპერაციების არხად, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მდგრადობის შელახვას.მისი თქმით, გონიერ ადამიანებს ვერ უწოდებ იმას, ვინც უნგრეთში და უკრაინაში ჩატარებულ გეი აღლუმებს დემოკრატიის და სინათლის გამარჯვება უწოდეს.„საქართველოს არჩეული კურსი ევროპული ღირებულებაა და არასდროს იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანდრიუს კუბილიუსის კურსი იმიტომ, რომ ისინი გაცხადებულად ამბობენ: ევროკავშირში თუ შემოხვალ იქნები ყურმოჭრილი მონა, ჩაგატარებინებ გეი აღლუმებს, ომსაც დაგაწყებინებ თუ მომინდა და ეკონომიკურ სანქციებსაც დაგიწესებთ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.17 ივნისს ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 436-მა წევრმა, 145 კი წინააღმდეგი იყო. მასში გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსის შეცვლასთან დაკავშირებით და არის მოწოდებები სანქციების დაწესებისკენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ, ასევე ოფიციალურ თბილისთან ევროკავშირის ურთიერთობების გადახედვის რეკომენდაციები.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23538/68/235386841_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_55760f6d9e1392a1cdafd655d46a5708.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპარლამენტი
ეკლესია, გეი-აღლუმები და „ევროკავშირის მონები“: საქართველოში ევროპარლამენტს უპასუხეს
ევროპარლამენტმა ივნისში მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეიცავს სანქციების დაწესების მოწოდებებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ევროპელმა ბიუროკრატებმა გააცნობიერეს, რომ ქართული საზოგადოების მთავარი ძალა რწმენასა და მართლმადიდებლურ ეკლესიაშია და ამიტომ ცდილობენ ამ ინსტიტუტზე თავდასხმას, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის კომენტირებისას.
17 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ გავლენიან ინსტიტუტად რჩება ქართულ საზოგადოებაში. დოკუმენტში ასევე გამოთქმულია შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, რელიგიურ ქსელებს იყენებს დეზინფორმაციისა და გავლენის ოპერაციების არხად, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მდგრადობის შელახვას.
„ევრობიუროკრატებმა დაინახეს, რომ საქართველოში საზოგადოების ძალა არის რწმენაში - ეკლესიაში. ეს, განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო გამოცხადებულ გლოვის დღეებში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, გონიერ ადამიანებს ვერ უწოდებ იმას, ვინც უნგრეთში და უკრაინაში ჩატარებულ გეი აღლუმებს დემოკრატიის და სინათლის გამარჯვება უწოდეს.
„საქართველოს არჩეული კურსი ევროპული ღირებულებაა და არასდროს იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანდრიუს კუბილიუსის კურსი იმიტომ, რომ ისინი გაცხადებულად ამბობენ: ევროკავშირში თუ შემოხვალ იქნები ყურმოჭრილი მონა, ჩაგატარებინებ გეი აღლუმებს, ომსაც დაგაწყებინებ თუ მომინდა და ეკონომიკურ სანქციებსაც დაგიწესებთ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
17 ივნისს ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 436-მა წევრმა, 145 კი წინააღმდეგი იყო. მასში გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსის შეცვლასთან დაკავშირებით და არის მოწოდებები სანქციების დაწესებისკენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ, ასევე ოფიციალურ თბილისთან ევროკავშირის ურთიერთობების გადახედვის რეკომენდაციები.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.