უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliწვიმა ბათუმში
წვიმა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2026
გამოწერა
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0