ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსული ნავთობის იმპორტზე უარს იტყვის

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიტანკერები
ტანკერები - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2026
გამოწერა
კომპანიის ცნობით, ნავთობის გადამუშავების მოცულობამ 2026 წლის პირველ ნახევარში 650.000 ტონას აჭარბებს
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველოში ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უახლოეს თვეებში რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს, განაცხადა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელმა „ბლექ სი პეტროლეუმმა“ (BSP).
კომპანიამ უკვე წარმატებით დაასრულა ქარხნის მშენებლობის პირველი ეტაპი წლიური ნომინალური სიმძლავრით 1,2 მლნ ტონა. ამ დროისთვის მიმდინარეობს მეორე ფაზის მშენებლობა, რომლის ნომინალური სიმძლავრე წელიწადში 3,3 მილიონი ტონა იქნება.
„მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. აღნიშნული „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
2027 წლის პირველი კვარტლიდან კომპანია საგზაო ბიტუმის წარმოებას დაწყებას გეგმავს, ხოლო მეორე კვარტლიდან - საავიაციო საწვავის წარმოების.
კომპანიის მონაცემებით, 2026 წლის პირველი ნახევრისთვის „ბლექ სი პეტროლიუმმა“ უზრუნველყო 650 ათას ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშავება.
2026 წელს BSP-მ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია Honeywell-თან თანამშრომლობა გააფართოვა. გაფართოებული პარტნიორობა მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა-დანერგვას მოიცავს. მანამდე BSP-მ Honeywell-თან რამდენიმე საინჟინრო და სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა.
პირველ ეტაპზე ქარხანა აწარმოებს ლიგროინს, დიზელს და მაზუთს, მეორე ეტაპზე წარმოების მოცულობა 3 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
შემდეგ ეტაპებზე ქარხნის პროდუქციას დაემატება გაზის ზეთი და ბიტუმი. მომავალში კი ქარხანაში ასევე იწარმოება ბენზინი, საავიაციო და დიზელის საწვავი.
ქარხნის განვითარების ბოლო ეტაპზე „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს არა მხოლოდ მთლიანად ჩაანაცვლოს იმპორტი და დაფაროს საქართველოს ბაზრის საჭიროებები ევრო-5 -ის სტანდარტის ბენზინზე, არამედ დიზელზე, საავიაციო საწვავზე, ბიტუმზე, თხევად გაზზე და გოგირდის მჟავაზე. კომპანია გეგმავს პროდუქციის ექსპორტს ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე.
პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმებულთა რაოდენობა 443 იქნება, ხოლო დასკვნით ეტაპზე - 717.
ყველა ახალი ამბავი
0