საქართველო უზბეკეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებას გეგმავს - ბოჭორიშვილი

© Sputnik Узбекистанსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2026
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. საქართველო უზბეკეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებას განიხილავს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ამ წუთებში პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს.
„რა თქმა უნდა, ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, რათა ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალური აზიისთვის, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში და ესეც არის ის ერთ-ერთი მიმართულება, რაც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შავკატ მირზიოევის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ხელი მოეწერება სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ასევე, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება.
შეხვერებზე განხილული იქნება უზბეკეთ-საქართველოს მეგობრობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება.
მხარეები განიხილავენ პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების, პარლამენტთაშორისი და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების და კულტურული და ჰუმანიტარული გაზიარების განვითარების პრაქტიკულ ასპექტებს.
ყველა ახალი ამბავი
0