მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთმა უკრაინის ობიექტებზე მასირებული დარტყმა განახორციელა

© photo: Sputnik / Валентин Капустин / გადასვლა მედიაბანკშირუსული სამხედრო ავიაცია
რუსული სამხედრო ავიაცია  - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2026
გამოწერა
რუსეთის სამხედრო ძალების მასირებული დარტყმა კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის ტერიტორიებზე და სამოქალაქო ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა, აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი დარტყმა განახორციელეს უკრაინულ სამიზნეებზე კიევის რეჟიმის მიერ რუსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
სამხედრო უწყების განცხადების თანახმად, ოპერაციის დროს გამოყენებულ იქნა შორ მანძილზე მოქმედი, მაღალი სიზუსტის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო იარაღი, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.
„დარტყმები განხორციელდა კიევსა და კიევის რეგიონში სამხედრო მრეწველობის ობიექტებსა და საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის დედაქალაქისა და კიევის რეგიონის გარდა, დარტყმები განხორციელდა სამხედრო აეროდრომების ინფრასტრუქტურაზე დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ჩერკასისა და ჩერნიგოვის რეგიონებში, ასევე კიევის ოლქში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველა სამიზნე წარმატებით იქნა განადგურებული.
ყველა ახალი ამბავი
0