მინისტრის მოადგილემ საქართველოს მშპ-ს ზრდა დადებითად შეაფასა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ხედები
თბილისის ხედები - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2026
გამოწერა
მიმდინარე ტენდენციები იმის პროგნოზირების საშუალებას იძლევა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის ზრდა ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას ადასტურებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
2026 წლის მაისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,4% შეადგინა, ხოლო ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,8%-ის ნიშნულზე დადგინდა.
„აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, ინარჩუნებს მდგრადობას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას, - განაცხადა ცინცაძემ.
მისი შეფასებით, მიმდინარე ტენდენციები იმის პროგნოზირების საშუალებას იძლევა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა მომდევნო თვეებში იმაზე გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო თუ საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის მაისში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,8%, 2024 წელს - 9,7%, 2025 წელს - 7,5%.
ყველა ახალი ამბავი
0