https://sputnik-georgia.com/20260702/fsb-m-yirimis-xidze-teraqti-arkveta-299446568.html
FSB-მ ყირიმის ხიდზე ტერაქტი აღკვეთა
FSB-მ ყირიმის ხიდზე ტერაქტი აღკვეთა
Sputnik საქართველო
დაკავებულებმა აღიარეს, რომ უკრაინის დაზვერვაზე მუშაობდნენ - ისინი აგროვებდნენ ინფორმაციას სამხედრო ობიექტების შესახებ და ამზადებდნენ ტერაქტს სამ კილოგრამზე... 02.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-02T19:10+0400
2026-07-02T19:10+0400
2026-07-02T19:10+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/19/268851842_0:0:1858:1046_1920x0_80_0_0_53bb710c0b05bbd21965b0e92047a00a.jpg
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) ყირიმში უკრაინის სადაზვერვო სამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა, იტყობინება უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი.FSB-ს ცნობით, უკრაინის დაზვერვის აგენტები აგროვებდნენ მონაცემებს ყირიმის ხიდზე რუსული ჯარების განლაგების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და მატარებლების განრიგის შესახებ.დაკავებულები 1968 და 1986 წლებში დაბადებული მამაკაცები არიან. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ისინი ყველა მოპოვებულ ინფორმაციას Telegram-ის საშუალებით თავის კურატორს გადასცემდნენ.აგენტების საქმიანობა მხოლოდ დაკვირვებით არ შემოიფარგლებოდა: ჩხრეკის დროს მათგან ამოიღეს სამ კილოგრამზე მეტი TNT-ის ეკვივალენტის მქონე რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობის კომპონენტები. ფიგურანტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები უკრაინული მხარის მიერ მოწყობილი სამალავიდან მოიპოვეს.„ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ფსბ) ყირიმის რესპუბლიკაში დააკავა რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობისთვის ზიანის მიყენების მიზნით“, - იტყობინება ფსბ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი.ორივე პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სახელმწიფოს ღალატისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის ბრალდებით.სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ფსბ-ში აღნიშნე, რომ დაკავებულები აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან და აღიარებით ჩვენებებს იძლევიან.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/19/268851842_69:0:1509:1080_1920x0_80_0_0_6da2345871ce906a39c71c895aebf1af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
FSB-მ ყირიმის ხიდზე ტერაქტი აღკვეთა
დაკავებულებმა აღიარეს, რომ უკრაინის დაზვერვაზე მუშაობდნენ - ისინი აგროვებდნენ ინფორმაციას სამხედრო ობიექტების შესახებ და ამზადებდნენ ტერაქტს სამ კილოგრამზე მეტი წონის ხელნაკეთი ბომბის აფეთქებით
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) ყირიმში უკრაინის სადაზვერვო სამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა, იტყობინება უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი.
FSB-ს ცნობით, უკრაინის დაზვერვის აგენტები აგროვებდნენ მონაცემებს ყირიმის ხიდზე რუსული ჯარების განლაგების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და მატარებლების განრიგის შესახებ.
დაკავებულები 1968 და 1986 წლებში დაბადებული მამაკაცები არიან. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ისინი ყველა მოპოვებულ ინფორმაციას Telegram-ის საშუალებით თავის კურატორს გადასცემდნენ.
აგენტების საქმიანობა მხოლოდ დაკვირვებით არ შემოიფარგლებოდა: ჩხრეკის დროს მათგან ამოიღეს სამ კილოგრამზე მეტი TNT-ის ეკვივალენტის მქონე რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობის კომპონენტები. ფიგურანტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები უკრაინული მხარის მიერ მოწყობილი სამალავიდან მოიპოვეს.
„ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ფსბ) ყირიმის რესპუბლიკაში დააკავა რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობისთვის ზიანის მიყენების მიზნით“, - იტყობინება ფსბ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი.
ორივე პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სახელმწიფოს ღალატისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის ბრალდებით.
სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ფსბ-ში აღნიშნე, რომ დაკავებულები აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან და აღიარებით ჩვენებებს იძლევიან.