https://sputnik-georgia.com/20260702/ertian-samagistro-da-maswavleblis-gamocdebs-wels-57-msjavrdebuli-da-braldebuli-abarebs-299444611.html
ერთიან, სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებს წელს 57 მსჯავრდებული და ბრალდებული აბარებს
ერთიან, სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებს წელს 57 მსჯავრდებული და ბრალდებული აბარებს
Sputnik საქართველო
გამოცდებზე ბრალდებული და მსჯავრდებული აბიტურიენტების მიყვანას სპეციალურ პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს. 02.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-02T15:07+0400
2026-07-02T15:07+0400
2026-07-02T15:07+0400
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/03/288820567_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_81f55d7f79092d48a3a1cedaf35c8996.jpg
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში მსჯავრდებულები და ბრალდებულები ჩაერთნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. სპეციალური პენიტენციური სისტემიდან 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე 57 ბრალდებული/მსჯავრდებულია რეგისტრირებული, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი. "პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტია მსჯავრდებულთა განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ყოველწლიურად იზრდება უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა, ფართოვდება საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა და იქმნება სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნოლოგიური პირობები", - აღნიშნულია განცხადებაში. უწყების ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში წარმატებით ფუნქციონირებს "ციფრული უნივერსიტეტი", რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება. გამოცდებზე ბრალდებული და მსჯავრდებული აბიტურიენტების მიყვანას სპეციალურ პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს. 2026 წელს გამოცდების ჩასაბარებლად 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ. ის აბიტურიენტები, ვისაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქულები დააკლდებათ, სურვილისამებრ კოლეჯში პროფესიულ პროგრამაზე ჩაირიცხებიან. გარდა ამისა, საბაკალავრო პროგრამების უმრავლესობა სამწლიანი გახდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება). საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/03/288820567_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_9841cc7cbe470e5e33fde454154151c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები
ერთიან, სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებს წელს 57 მსჯავრდებული და ბრალდებული აბარებს
გამოცდებზე ბრალდებული და მსჯავრდებული აბიტურიენტების მიყვანას სპეციალურ პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში მსჯავრდებულები და ბრალდებულები ჩაერთნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
სპეციალური პენიტენციური სისტემიდან 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე 57 ბრალდებული/მსჯავრდებულია რეგისტრირებული, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი.
"პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტია მსჯავრდებულთა განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ყოველწლიურად იზრდება უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა, ფართოვდება საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა და იქმნება სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნოლოგიური პირობები", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში წარმატებით ფუნქციონირებს "ციფრული უნივერსიტეტი", რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.
გამოცდებზე ბრალდებული და მსჯავრდებული აბიტურიენტების მიყვანას სპეციალურ პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს.
2026 წელს გამოცდების ჩასაბარებლად 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ. ის აბიტურიენტები, ვისაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქულები დააკლდებათ, სურვილისამებრ კოლეჯში პროფესიულ პროგრამაზე ჩაირიცხებიან.
გარდა ამისა, საბაკალავრო პროგრამების უმრავლესობა სამწლიანი გახდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები
აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება).
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.