https://sputnik-georgia.com/20260701/saqartvelos-uzbeketis-prezidenti-ewveva-299432151.html
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის პრეზიდენტი ეწვევა
Sputnik საქართველო
თბილისში ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის ლიდერი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს თავის ქართველ კოლეგა მიხეილ ყაველაშვილთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი... 01.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-01T18:00+0400
2026-07-01T18:00+0400
2026-07-01T18:00+0400
საქართველო
უზბეკეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294423011_0:126:1440:936_1920x0_80_0_0_868cb394f4e9ad2541288902fb496905.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევი საქართველოს დედაქალაქს სახელმწიფო ვიზიტით 2-3 ივლისს ეწვევა, იუწყება უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.თბილისში ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის ლიდერი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს თავის ქართველ კოლეგა მიხეილ ყაველაშვილთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. დაგეგმილია ორმხრივი დოკუმენტების მნიშვნელოვანი პაკეტის ხელმოწერა, რომელიც თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს მოიცავს.ვიზიტის დღის წესრიგი მიეძღვნება უზბეკეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას.მხარეები განიხილავენ პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების, პარლამენტთაშორისი და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების და კულტურული და ჰუმანიტარული გაცვლების განვითარების პრაქტიკულ ასპექტებს.ასევე, შეხვედრების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამშრომლობის პროექტების ხელშეწყობას მრეწველობის, ფარმაცევტული, ქიმიური სფეროს, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და IT-სექტორებში.პრიორიტეტებს შორისაა თანამშრომლობა სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ სექტორში, დამატებითი შესაძლებლობების შექმნა უზბეკური ექსპორტის გეოგრაფიის გასაფართოებლად. ლიდერები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს მიმდინარე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. ამ წლების განმავლობაში საქართველოში საელჩო არ გახსნილა. ქვეყანას აზერბაიჯანში უზბეკეთის საელჩო ფარავს. ამავდროულად, ტაშკენტში საქართველოს საელჩო მოქმედებს.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294423011_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_2b23dd8efb372624ff373766b5f3715d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უზბეკეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, უზბეკეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის პრეზიდენტი ეწვევა
თბილისში ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის ლიდერი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს თავის ქართველ კოლეგა მიხეილ ყაველაშვილთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევი საქართველოს დედაქალაქს სახელმწიფო ვიზიტით 2-3 ივლისს ეწვევა, იუწყება უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევი 2-3 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა“, — ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის ლიდერი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს თავის ქართველ კოლეგა მიხეილ ყაველაშვილთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. დაგეგმილია ორმხრივი დოკუმენტების მნიშვნელოვანი პაკეტის ხელმოწერა, რომელიც თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს მოიცავს.
ვიზიტის დღის წესრიგი მიეძღვნება უზბეკეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას.
მხარეები განიხილავენ პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების, პარლამენტთაშორისი და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების და კულტურული და ჰუმანიტარული გაცვლების განვითარების პრაქტიკულ ასპექტებს.
ასევე, შეხვედრების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამშრომლობის პროექტების ხელშეწყობას მრეწველობის, ფარმაცევტული, ქიმიური სფეროს, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და IT-სექტორებში.
პრიორიტეტებს შორისაა თანამშრომლობა სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ სექტორში, დამატებითი შესაძლებლობების შექმნა უზბეკური ექსპორტის გეოგრაფიის გასაფართოებლად. ლიდერები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს მიმდინარე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.
საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. ამ წლების განმავლობაში საქართველოში საელჩო არ გახსნილა. ქვეყანას აზერბაიჯანში უზბეკეთის საელჩო ფარავს. ამავდროულად, ტაშკენტში საქართველოს საელჩო მოქმედებს.