https://sputnik-georgia.com/20260701/rogor-gaizarda-saqartvelos-ekonomika-maisis-statistika-299424877.html
როგორ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა - მაისის სტატისტიკა
როგორ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა - მაისის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2026 წლის მაისში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი... 01.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-01T13:29+0400
2026-07-01T13:29+0400
2026-07-01T13:29+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24374/19/243741931_0:124:2001:1249_1920x0_80_0_0_0131d9a8c18c44ed662ebc6ca97db294.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. 2026 წლის მაისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,4% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,8%-ის ნიშნულზე დადგინდა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის მაისში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%, 2025 წელს - 7,5%.რა გაიზარდა და რამდენით„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 15,1%-ით, ხოლო იმპორტი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,1%-ით შემცირდა.გასულ თვეში ქვეყანაში 6,5 ათასზე მეტი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 2,2%-ით მეტია 2025 წლის მაისთან შედარებით.თოდრაძის თქმით, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია ნავთობპროდუქტების, როგორიცაა მაზუთის, ნავთის და გაზოილის წარმოების მნიშვნელოვანი გაფართოებით. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ამ სახის ნავთობპროდუქტების ექსპორტი დაახლოებით 5,4-ჯერ გაიზარდა, ძირითადად ჩინეთსა და აფრიკის ქვეყნებში. აზოტოვანი სასუქების ექსპორტი ასევე გაიზარდა 2,6-ჯერ, ძირითადად ინდოეთში, პერუსა და უკრაინაში.ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან და აღნიშნულ სექტორში გაწეული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად საჰაერო ტრანსპორტთან არის დაკავშირებული, როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით, თუმცა პარალელურად საგარეო ვაჭრობაში არსებული ტენდენციების შესაბამისად გაზრდილია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი.საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატებასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24374/19/243741931_0:0:1767:1325_1920x0_80_0_0_7494a1149521da8eaeaa5f8795e3afa3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, სტატისტიკა
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, სტატისტიკა
როგორ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა - მაისის სტატისტიკა
2026 წლის მაისში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. 2026 წლის მაისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,4% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7,8%-ის ნიშნულზე დადგინდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის მაისში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%, 2025 წელს - 7,5%.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 15,1%-ით, ხოლო იმპორტი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,1%-ით შემცირდა.
გასულ თვეში ქვეყანაში 6,5 ათასზე მეტი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 2,2%-ით მეტია 2025 წლის მაისთან შედარებით.
„მაისში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 15,9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8,7%-ით მეტია“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია ნავთობპროდუქტების, როგორიცაა მაზუთის, ნავთის და გაზოილის წარმოების მნიშვნელოვანი გაფართოებით. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ამ სახის ნავთობპროდუქტების ექსპორტი დაახლოებით 5,4-ჯერ გაიზარდა, ძირითადად ჩინეთსა და აფრიკის ქვეყნებში. აზოტოვანი სასუქების ექსპორტი ასევე გაიზარდა 2,6-ჯერ, ძირითადად ინდოეთში, პერუსა და უკრაინაში.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან და აღნიშნულ სექტორში გაწეული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად საჰაერო ტრანსპორტთან არის დაკავშირებული, როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით, თუმცა პარალელურად საგარეო ვაჭრობაში არსებული ტენდენციების შესაბამისად გაზრდილია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი.
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატებასთან.