https://sputnik-georgia.com/20260701/moodys-saqartvelos-sakredito-reitingi-gaaumjobesa-299429682.html
Moody's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა
Moody's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა
Sputnik საქართველო
სააგენტოს პროგნოზით, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გავლენის გათვალისწინებით, საქართველოს მშპ-ის ზრდა 2026 წელს საშუალოდ 6,4%, ხოლო 2027 წელს 5,5%... 01.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-01T16:52+0400
2026-07-01T16:52+0400
2026-07-01T16:52+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო რეიტინგებში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/83/247158317_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_404c9d9c2712176ab20323726cd9ad0f.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" გააუმჯობესა და Ba2 დონეზე დაადასტურა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.„Moody's Ratings-მა დღეს შეცვალა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა. ამავდროულად, ჩვენ დავადასტურეთ ემიტენტის გრძელვადიანი რეიტინგი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, ასევე პრიორიტეტული არაუზრუნველყოფილი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში Ba2 დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.სააგენტოს ცნობით, პროგნოზის ცვლილება ასახავს შეფასებას, რომ რისკების ბალანსი სტაბილურობას დაუბრუნდა, დადებითი და უარყოფითი ფაქტორების გათვალისწინებით.ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ შიდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ზეწოლა კვლავ ნარჩუნდება.„საქართველოს რეიტინგების Ba2 დეონეზე დადასტურება ასახავს ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ და ფისკალურ მდგომარეობას, რომელიც დაბალანსებულია ინსტიტუციური გამოწვევებით“, - ნათქვამია განცხადებაში.სააგენტოს მოლოდინია, რომ საქართველო კვლავ შეინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რასაც ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველი ეკონომიკური აქტივობა, შიდა მოხმარება და ინვესტიციები. „ძლიერი ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფო ვალის გონივრული მართვა კვლავაც გააძლიერებს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, მისი როგორც შუა დერეფნის როლი, ხელს შეუწყობს როგორც რეგიონიდან, და სხვა ქვეყნებიდან, საინვესტიციო ნაკადების მოზიდვას. ამ ძლიერ მხარეებს დამატებით ამყარებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალი ეფექტიანობა“, - ნათქვამია განცხადებაში.სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველო კვლავ მაღალ დონეზე რჩება.„მიუხედავად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ძალაუფლების შესუსტების შესახებ ჩვენი შეფასებისა, საქართველოს საერთო ინსტიტუციური სიძლიერე კვლავაც მხარს უჭერს რეიტინგს და სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალ დონეზე რჩება“, — ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკამ, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების შეფერხებამ, ამომრჩევლებში მნიშვნელოვანი პოლარიზაცია გამოიწვია, თავად საქართველო კი შიდა და საგარეო ურთიერთობების მართვაში სირთულეებს აწყდება, მათ შორის რუსეთისგან მომავალი გეოპოლიტიკური რისკების გამო.„ამასთან, ეკონომიკური მდგრადობა დაბალანსებულია მუდმივი პოლიტიკური რისკებით. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები შემცირდა, ნაწილობრივ დემონსტრაციებსა და საპროტესტო გამოსვლებზე დაწესებული უფრო მკაცრი შეზღუდვების, ასევე იმ ზომების გამო, რომლებმაც, სხვადასხვა საერთაშორისო დამკვირვებლის შეფასებით, ოპოზიცია დაასუსტა და შეზღუდა არასამთავრობო საზოგადოებრივი ჯგუფების საქმიანობა, როგორც ეს სხვადასხვა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღნიშნა“, - ნათქვამია ანგარიშში.“ანალიტიკოსების განმარტებით, ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები ამსუბუქებს შიდა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებულ რისკებს. ამასთან, განვითარების პარტნიორებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა მხარს უჭერს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალ ეფექტიანობას.სააგენტოს პროგნოზით, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გავლენის გათვალისწინებით, საქართველოს მშპ-ის ზრდა 2026 წელს საშუალოდ 6,4%-ს, ხოლო 2027 წელს 5,5%-ს შეადგენს. შემდგომ წლებში კი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5-6%-იან პოტენციურ ტემპს შეინარჩუნებს.ექსპერტების აზრით, საქართველოს ფისკალური მდგრადობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ხოლო ქვეყნის შედარებით დინამიური სამრეწველო და მომსახურების სექტორები, მის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, კვლავაც გააგრძელებს საინვესტიციო ნაკადების მოზიდვას.„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა „შუა დერეფნის“ გასწვრივ მას მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო კვანძად აქცევს, რაც ხელს შეუწყობს საკუთარი ვაჭრობის დივერსიფიკაციას, საქონლის ასორტიმენტის გაფართოებასა და სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას“, — აღნიშნავენ ანალიტიკოსები.მათი შეფასებით, მიმდინარე პროექტებმა, მათ შორის ახალი აეროპორტისა და ანაკლიის პორტის მშენებლობამ, მნიშვნელოვნად უნდა განამტკიცოს საქართველოს როლი, როგორც რეგიონული ტრანზიტული და ლოგისტიკური ცენტრისა, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს“, — ნათქვამია ანგარიშში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/83/247158317_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_92b1ab7b1f76f39a8b81e9179f60e7ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო რეიტინგებში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო რეიტინგებში, ახალი ამბები
Moody's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა
სააგენტოს პროგნოზით, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გავლენის გათვალისწინებით, საქართველოს მშპ-ის ზრდა 2026 წელს საშუალოდ 6,4%, ხოლო 2027 წელს 5,5% იქნება.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" გააუმჯობესა და Ba2 დონეზე დაადასტურა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
„Moody's Ratings-მა დღეს შეცვალა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა. ამავდროულად, ჩვენ დავადასტურეთ ემიტენტის გრძელვადიანი რეიტინგი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, ასევე პრიორიტეტული არაუზრუნველყოფილი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში Ba2 დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, პროგნოზის ცვლილება ასახავს შეფასებას, რომ რისკების ბალანსი სტაბილურობას დაუბრუნდა, დადებითი და უარყოფითი ფაქტორების გათვალისწინებით.
„მყარმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შეამსუბუქა გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან მომდინარე რისკები. ამასთან, დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელება, რაც ხელს უწყობს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას და ეკონომიკას მეტად მდგრადს ხდის შოკების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ შიდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ზეწოლა კვლავ ნარჩუნდება.
„საქართველოს რეიტინგების Ba2 დეონეზე დადასტურება ასახავს ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ და ფისკალურ მდგომარეობას, რომელიც დაბალანსებულია ინსტიტუციური გამოწვევებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს მოლოდინია, რომ საქართველო კვლავ შეინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რასაც ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველი ეკონომიკური აქტივობა, შიდა მოხმარება და ინვესტიციები.
„ძლიერი ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფო ვალის გონივრული მართვა კვლავაც გააძლიერებს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, მისი როგორც შუა დერეფნის როლი, ხელს შეუწყობს როგორც რეგიონიდან, და სხვა ქვეყნებიდან, საინვესტიციო ნაკადების მოზიდვას. ამ ძლიერ მხარეებს დამატებით ამყარებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალი ეფექტიანობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველო კვლავ მაღალ დონეზე რჩება.
„მიუხედავად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ძალაუფლების შესუსტების შესახებ ჩვენი შეფასებისა, საქართველოს საერთო ინსტიტუციური სიძლიერე კვლავაც მხარს უჭერს რეიტინგს და სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალ დონეზე რჩება“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკამ, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების შეფერხებამ, ამომრჩევლებში მნიშვნელოვანი პოლარიზაცია გამოიწვია, თავად საქართველო კი შიდა და საგარეო ურთიერთობების მართვაში სირთულეებს აწყდება, მათ შორის რუსეთისგან მომავალი გეოპოლიტიკური რისკების გამო.
„ამასთან, ეკონომიკური მდგრადობა დაბალანსებულია მუდმივი პოლიტიკური რისკებით. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები შემცირდა, ნაწილობრივ დემონსტრაციებსა და საპროტესტო გამოსვლებზე დაწესებული უფრო მკაცრი შეზღუდვების, ასევე იმ ზომების გამო, რომლებმაც, სხვადასხვა საერთაშორისო დამკვირვებლის შეფასებით, ოპოზიცია დაასუსტა და შეზღუდა არასამთავრობო საზოგადოებრივი ჯგუფების საქმიანობა, როგორც ეს სხვადასხვა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღნიშნა“, - ნათქვამია ანგარიშში.“
ანალიტიკოსების განმარტებით, ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები ამსუბუქებს შიდა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებულ რისკებს. ამასთან, განვითარების პარტნიორებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა მხარს უჭერს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალ ეფექტიანობას.
სააგენტოს პროგნოზით, ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გავლენის გათვალისწინებით, საქართველოს მშპ-ის ზრდა 2026 წელს საშუალოდ 6,4%-ს, ხოლო 2027 წელს 5,5%-ს შეადგენს. შემდგომ წლებში კი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5-6%-იან პოტენციურ ტემპს შეინარჩუნებს.
ექსპერტების აზრით, საქართველოს ფისკალური მდგრადობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ხოლო ქვეყნის შედარებით დინამიური სამრეწველო და მომსახურების სექტორები, მის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, კვლავაც გააგრძელებს საინვესტიციო ნაკადების მოზიდვას.
„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა „შუა დერეფნის“ გასწვრივ მას მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო კვანძად აქცევს, რაც ხელს შეუწყობს საკუთარი ვაჭრობის დივერსიფიკაციას, საქონლის ასორტიმენტის გაფართოებასა და სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას“, — აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
მათი შეფასებით, მიმდინარე პროექტებმა, მათ შორის ახალი აეროპორტისა და ანაკლიის პორტის მშენებლობამ, მნიშვნელოვნად უნდა განამტკიცოს საქართველოს როლი, როგორც რეგიონული ტრანზიტული და ლოგისტიკური ცენტრისა, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს“, — ნათქვამია ანგარიშში.