https://sputnik-georgia.com/20260701/mdinaradze-parlamentshi-chxubs-gamoexmaura-299435169.html
„არასასიამოვნო სანახაობა“: სახელმწიფო მინისტრი პარლამენტში მომხდარი ჩხუბის შესახებ
„არასასიამოვნო სანახაობა“: სახელმწიფო მინისტრი პარლამენტში მომხდარი ჩხუბის შესახებ
Sputnik საქართველო
ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების... 01.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-01T20:29+0400
2026-07-01T20:29+0400
2026-07-01T20:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/02/295177595_0:182:2048:1334_1920x0_80_0_0_5a27254f04a8f9ced0c556b9307c860c.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. პარლამენტში ჩხუბი არასასიამოვნო სანახაობაა, თუმცა, მსოფლიო პრაქტიკაში მსგავსი მიზეზებით სისხლის სამართლის საქმეებს არ აღძრავენ, თუ საქმე სხეულის დაზიანებამდე არ მისულა, განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ პარტია „საქართველოსთვის“ სარჩელთან დაკავშირებით.ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა - პროკურატურას სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.მისი თქმით, მსოფლიო პრაქტიკაში პარლამენტში ჩხუბის გამო გამოძიება არასოდეს იწყება და თუ იწყება, პასუხისგებლობაში არავის აძლევენ.„მათ თავად დაიწყეს პროვოკაცია, სიტყვიერი შეურაცხყოფა, თავადვე პირველებმა მოიქნიეს ხელი სხვა ადამიანზე და ახლა სარჩელს წერენ – ვითომ ჩვენ ჩვენს სამსახურებრივ მოვალეობებს ვასრულებდით და ხელი შეგვიშალესო“, – განაცხადა მდინარაძემ.საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები. პარტიაში „საქართველოსთვის“ მომხდარში მმართველი პარტიის დეპუტატებს ადანაშაულებენ.სხდომათა დარბაზში ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც გახარიას პარტიის წევრმა გიორგი შარაშიძემ ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა. შეხლა-შემოხლა მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაიწყეს. თავდაპირველად ჩხუბი ოპოზიციონერ გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძეს შორის მოხდა.ამის შემდეგ ჩხუბში ჩაერთნენ მმართველი პარტიის სხვა დეპუტატები: სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, თავისუფალი სტილით ყოფილი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.მმართველმა პარტიამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და მის პროვოცირებაში პარტია „საქართველოსთვის“ წევრები დაადანაშაულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/02/295177595_14:0:2035:1516_1920x0_80_0_0_8e076edd1726d8ccd3d0ab14ffe64e2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
„არასასიამოვნო სანახაობა“: სახელმწიფო მინისტრი პარლამენტში მომხდარი ჩხუბის შესახებ
ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა - პროკურატურას სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. პარლამენტში ჩხუბი არასასიამოვნო სანახაობაა, თუმცა, მსოფლიო პრაქტიკაში მსგავსი მიზეზებით სისხლის სამართლის საქმეებს არ აღძრავენ, თუ საქმე სხეულის დაზიანებამდე არ მისულა, განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ პარტია „საქართველოსთვის“ სარჩელთან დაკავშირებით.
ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა - პროკურატურას სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
„რა თქმა უნდა, ჩხუბის ყურება არასდროსაა სასიამოვნო. არ არსებობს არცერთი ნორმალური, საღად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ჩხუბის ყურება სიამოვნებს. ჩვენს დროში ამ თემაზე მუდმივად ვხედავთ სპეკულაციებს. მინდა ხაზი გავუსვა ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს: გსმენიათ მსოფლიოში პრეცედენტების შესახებ, როდესაც პარლამენტში ჩხუბის გამო გამოძიება დაიწყო? თუ, რა თქმა უნდა, ადამიანებს სხეულის დაზიანებები და ა.შ. არ მიუღიათ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, მსოფლიო პრაქტიკაში პარლამენტში ჩხუბის გამო გამოძიება არასოდეს იწყება და თუ იწყება, პასუხისგებლობაში არავის აძლევენ.
„მათ თავად დაიწყეს პროვოკაცია, სიტყვიერი შეურაცხყოფა, თავადვე პირველებმა მოიქნიეს ხელი სხვა ადამიანზე და ახლა სარჩელს წერენ – ვითომ ჩვენ ჩვენს სამსახურებრივ მოვალეობებს ვასრულებდით და ხელი შეგვიშალესო“, – განაცხადა მდინარაძემ.
საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები. პარტიაში „საქართველოსთვის“ მომხდარში მმართველი პარტიის დეპუტატებს ადანაშაულებენ.
სხდომათა დარბაზში ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც გახარიას პარტიის წევრმა გიორგი შარაშიძემ ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა. შეხლა-შემოხლა მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაიწყეს. თავდაპირველად ჩხუბი ოპოზიციონერ გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძეს შორის მოხდა.
ამის შემდეგ ჩხუბში ჩაერთნენ მმართველი პარტიის სხვა დეპუტატები: სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, თავისუფალი სტილით ყოფილი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
მმართველმა პარტიამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და მის პროვოცირებაში პარტია „საქართველოსთვის“ წევრები დაადანაშაულა.