https://sputnik-georgia.com/20260701/mcxeta-rustavi-aeroporti-tbiliss-rkinigzit-daukavshirdeba-299427289.html
მცხეთა, რუსთავი და აეროპორტი თბილისს რკინიგზით დაუკავშირდება: მერიამ ტენდერი გამოაცხადა
მცხეთა, რუსთავი და აეროპორტი თბილისს რკინიგზით დაუკავშირდება: მერიამ ტენდერი გამოაცხადა
Sputnik საქართველო
პროექტის კონცეფცია მთლიანად ეფუძნება თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას, რაც ქალაქში საცობებისა და გამონაბოლქვის შემცირებას ისახავს მიზნად. 01.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-01T12:54+0400
2026-07-01T12:54+0400
2026-07-01T12:54+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით დაგეგმილია საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება, რისთვისაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.როგორც კალაძემ აღნიშნა, იგეგმება თბილისში არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენება, რომლის მიზანია დედაქალაქის სწრაფი და ეკოლოგიური ტრანსპორტით დაკავშირება მცხეთასთან, რუსთავთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა კომპანიებს 13 ივლისამდე შეეძლებათ.მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოცხადებული ტენდერი ითვალისწინებს საუკეთესო საკონსულტაციო კომპანის შერჩევას, რომელიც მოამზადებს პროექტის განვითარების ალტერნატივების შეფასებას, ეკონომიკურ დასაბუთებას და დაითვლის პროექტის სავარაუდო ღირებულებას.როგორც მერმა აღნიშნა, კვლევის პროცესს, ტექნიკურ ზედამხედველობას და კოორდინაციას დედაქალაქის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო გაუწევს.მედიაპლატფორმა bmg-ის ინფორმაციით, ADB-ის სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 393 ათასი დოლარია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კონსულტანტმა უნდა შეაფასოს თბილისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი სარკინიგზო სისტემის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზანშეწონილობა. პროექტის კონცეფცია ეფუძნება თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას და ითვალისწინებს დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, მარნეულთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და თბილისის აღმოსავლეთ რაიონებთან საქართველოს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.კვლევის ფარგლებში უნდა განისაზღვროს სარკინიგზო დერეფნების განვითარების ოპტიმალური ვარიანტები რუსთავის, მცხეთის, მარნეულის, ლილოს აღმოსავლეთ ნაწილისა და ფონიჭალის მიმართულებებით. ძირითადი აქცენტი არსებული სარკინიგზო ქსელის გამოყენებაზე გაკეთდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ახალი მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობაც განიხილონ.ტენდერის პირობებით, კონსულტანტმა უნდა მოამზადოს მგზავრთნაკადების პროგნოზი 10-, 20- და 30-წლიანი პერიოდისთვის, შეაფასოს ავტომობილებიდან სარკინიგზო ტრანსპორტზე გადასვლის პოტენციალი, განსაზღვროს სადგურების ლოკაციები, მოძრავი შემადგენლობის მოთხოვნები, დეპოების განთავსება და სატარიფო პოლიტიკის სხვადასხვა მოდელი.თბილისსა და რუსთავს შორის მიწისზედა მეტროს მშენებლობის იდეა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში წარადგინა. იდეა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე გააჟღერა და განაცხადა, რომ მასზე თბილისის მერია და „საქართველოს რკინიგზა" იმუშავებდნენ. დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მერიამ 2021 წელს დაასრულა, თავდაპირველი პროექტით სამგორი ლილოსა და აეროპორტს უნდა დაკავშირებოდა, მეორე ეტაპზე კი რუსთავის თბილისთან დაკავშირება იგეგმებოდა, თუმცა შემდგომში აღნიშნული პროექტის განვითარება შეჩერდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
მცხეთა, რუსთავი და აეროპორტი თბილისს რკინიგზით დაუკავშირდება: მერიამ ტენდერი გამოაცხადა
პროექტის კონცეფცია მთლიანად ეფუძნება თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას, რაც ქალაქში საცობებისა და გამონაბოლქვის შემცირებას ისახავს მიზნად.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით დაგეგმილია საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება, რისთვისაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, იგეგმება თბილისში არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენება, რომლის მიზანია დედაქალაქის სწრაფი და ეკოლოგიური ტრანსპორტით დაკავშირება მცხეთასთან, რუსთავთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა კომპანიებს 13 ივლისამდე შეეძლებათ.
მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოცხადებული ტენდერი ითვალისწინებს საუკეთესო საკონსულტაციო კომპანის შერჩევას, რომელიც მოამზადებს პროექტის განვითარების ალტერნატივების შეფასებას, ეკონომიკურ დასაბუთებას და დაითვლის პროექტის სავარაუდო ღირებულებას.
„პროექტის მიზანია, კვალიფიციურმა საკონსულტაციო კომპანიამ ჩაატაროს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც თბილისის აგლომერაციაში საქალაქო რკინიგზის დერეფნის განვითარებისთვის საუკეთესო ალტერნატივებს განსაზღვრავს. შეფასდება გარემოსდაცვითი, სოციალური და ფინანსური მხარეც. კონკურსში მონაწილე კომპანიებიდან საუკეთესო პრეტენდენტი შეირჩევა, გარკვეული სატენდერო პროცედურების შემდეგ კი კვლევითი სამუშაოები დაიწყება. პროექტი დედაქალაქის სატრანსპორტო გეგმის ნაწილს წარმოადგენს და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“, - აღნიშმა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, კვლევის პროცესს, ტექნიკურ ზედამხედველობას და კოორდინაციას დედაქალაქის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო გაუწევს.
მედიაპლატფორმა
bmg-ის ინფორმაციით, ADB-ის სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 393 ათასი დოლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კონსულტანტმა უნდა შეაფასოს თბილისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი სარკინიგზო სისტემის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზანშეწონილობა. პროექტის კონცეფცია ეფუძნება თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას და ითვალისწინებს დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, მარნეულთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და თბილისის აღმოსავლეთ რაიონებთან საქართველოს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
კვლევის ფარგლებში უნდა განისაზღვროს სარკინიგზო დერეფნების განვითარების ოპტიმალური ვარიანტები რუსთავის, მცხეთის, მარნეულის, ლილოს აღმოსავლეთ ნაწილისა და ფონიჭალის მიმართულებებით. ძირითადი აქცენტი არსებული სარკინიგზო ქსელის გამოყენებაზე გაკეთდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ახალი მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობაც განიხილონ.
ტენდერის პირობებით, კონსულტანტმა უნდა მოამზადოს მგზავრთნაკადების პროგნოზი 10-, 20- და 30-წლიანი პერიოდისთვის, შეაფასოს ავტომობილებიდან სარკინიგზო ტრანსპორტზე გადასვლის პოტენციალი, განსაზღვროს სადგურების ლოკაციები, მოძრავი შემადგენლობის მოთხოვნები, დეპოების განთავსება და სატარიფო პოლიტიკის სხვადასხვა მოდელი.
თბილისსა და რუსთავს შორის მიწისზედა მეტროს მშენებლობის იდეა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში წარადგინა. იდეა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე გააჟღერა და განაცხადა, რომ მასზე თბილისის მერია და „საქართველოს რკინიგზა" იმუშავებდნენ. დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მერიამ 2021 წელს დაასრულა, თავდაპირველი პროექტით სამგორი ლილოსა და აეროპორტს უნდა დაკავშირებოდა, მეორე ეტაპზე კი რუსთავის თბილისთან დაკავშირება იგეგმებოდა, თუმცა შემდგომში აღნიშნული პროექტის განვითარება შეჩერდა.