https://sputnik-georgia.com/20260701/kaladze-piltvis-kibos-skriningi-3000-moqalaqem-chaitara-299430344.html
კალაძე: პროგრამის ამოქმედებიდან ფილტვის კიბოს სკრინინგი 3 ათასამდე მოქალაქემ ჩაიტარა
კალაძე: პროგრამის ამოქმედებიდან ფილტვის კიბოს სკრინინგი 3 ათასამდე მოქალაქემ ჩაიტარა
Sputnik საქართველო
პროგრამას თბილისის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარე 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება. 01.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-01T16:00+0400
2026-07-01T16:00+0400
2026-07-01T16:00+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1e/249584938_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_859adfee5b115540f025ca54615d02b0.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე სკრინინგი 2.761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამა თბილისის მერიამ მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში უფასო სკრინინგი უტარდება დედაქალაქში რეგისტრირებულ 45-დან 75 წლის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს. მერიის ინფორმაციით, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან - 1-ელი მაისიდან დღემდე სკრინინგი 2.761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, მათგან 1.397 მამრობითი, ხოლო 1.364 მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული და პროგრამას დღეისთვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება. ფილტვის კიბოს სკრინინგის ფარგლებში ტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა, რომელსაც ორი რადიოლოგი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წაიკითხავს. განსხვავებული შეფასების შემთხვევაში, მესამე რადიოლოგის ჩართვით გაიმართება კონფერენცია. უწყების ცნობით, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩასართავად, თბილისის მერიამ წამყვანი კლინიკები შეარჩია, რომლებიც საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტების და საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ფილტვის კიბო ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს და 70%-მდე ზრდის სიცოცხლის გახანგრძლივების მაჩვენებელს. ფილტვის კიბოს სკრინინგი დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მე-6 სახის კვლევაა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სრულად ფინანსდება სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, ასევე პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები . პროგრამის მიზანია დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება. 2025 წელს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში 150.367 შემთხვევა დაფინანსდა. 2026 წლის თბილისის მერიის ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით 46.122,590 ლარია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1e/249584938_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_bbb7f9051d879cad084165811c6dd7e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
კალაძე: პროგრამის ამოქმედებიდან ფილტვის კიბოს სკრინინგი 3 ათასამდე მოქალაქემ ჩაიტარა
პროგრამას თბილისის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარე 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე სკრინინგი 2.761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამა თბილისის მერიამ მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში უფასო სკრინინგი უტარდება დედაქალაქში რეგისტრირებულ 45-დან 75 წლის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.
„ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა გამოიყენოთ. როგორც იცით, ადრეულ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია განკურნების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული პროგრამის ამოქმედება იყო წინასაარჩევნო დაპირება, რომლის დაწყების შემდეგაც მოქალაქეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ შესაბამისი სკრინინგის ჩატარება“, - განაცხადა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან - 1-ელი მაისიდან დღემდე სკრინინგი 2.761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, მათგან 1.397 მამრობითი, ხოლო 1.364 მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული და პროგრამას დღეისთვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.
ფილტვის კიბოს სკრინინგის ფარგლებში ტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა, რომელსაც ორი რადიოლოგი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წაიკითხავს. განსხვავებული შეფასების შემთხვევაში, მესამე რადიოლოგის ჩართვით გაიმართება კონფერენცია.
უწყების ცნობით, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩასართავად, თბილისის მერიამ წამყვანი კლინიკები შეარჩია, რომლებიც საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტების და საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.
ფილტვის კიბო ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს და 70%-მდე ზრდის სიცოცხლის გახანგრძლივების მაჩვენებელს.
ფილტვის კიბოს სკრინინგი დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მე-6 სახის კვლევაა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სრულად ფინანსდება სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, ასევე პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები .
პროგრამის მიზანია დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.
2025 წელს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში 150.367 შემთხვევა დაფინანსდა.
2026 წლის თბილისის მერიის ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით 46.122,590 ლარია.