https://sputnik-georgia.com/20260701/elene-xoshtaria-vivamedshi-gadaikvanes-299437270.html
ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში” გადაიყვანეს
ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში” გადაიყვანეს
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება 29 ივნისს მიიღო 01.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-01T21:39+0400
2026-07-01T21:39+0400
2026-07-01T21:39+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261630657_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_b0630c889ed6760fdeb99deb2063025f.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მსჯავრდადებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, ამის შესახებ ინფორმაცია მედიას კლინიკის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა. პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება 29 ივნისს მიიღო. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა.კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია უკვე ათი თვეა რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. გასულ კვირაში ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა: აღენიშნება სახსრების ტკივილი, გადასაადგილებლად კი ხელჯოხის გამოყენება უწევს. გარდა ამისა, ბოლო დღეებში პოლიტიკოსის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები აქტიურად საუბრობდნენ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მწვავე გაუარესების შესახებ.კლინიკაში პოლიტიკოსი დამატებით დიაგნოსტიკურ პროცედურებსა და კვლევებს მისი პირადი მკურნალი ექიმების — მაკა იოსელიანისა და ანი ქავთარაძის მეთვალყურეობით გაივლის.„ვივამედი“ მსჯავრდებული ხოშტარიას მკურნალობისა და დიაგნოსტირების პროცესში არ ჩაერთვება. ამის შესაცებ კლინიკის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ პაციენტის გადაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე განუცხადა „TV პირველს“: „ჩვენი მხოლოდ იქნება ინფრასტრუქტურა“, თქვა ნადირაძემ.სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს - ბრალდების მხარის მტკიცებით, კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ოდენობის ზიანი გამოიწვია.აღნიშნულ საქმეზე ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 - ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა გირაოს გადახდაზე მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც პოლიტიკოსი დააკავეს.24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ოპოზიციური პარტია „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261630657_401:227:2232:1600_1920x0_80_0_0_ca7b3ae472b2323cac07b7f12b203b6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში” გადაიყვანეს
პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება 29 ივნისს მიიღო
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მსჯავრდადებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, ამის შესახებ ინფორმაცია მედიას კლინიკის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა.
პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება 29 ივნისს მიიღო. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია უკვე ათი თვეა რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. გასულ კვირაში ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა: აღენიშნება სახსრების ტკივილი, გადასაადგილებლად კი ხელჯოხის გამოყენება უწევს. გარდა ამისა, ბოლო დღეებში პოლიტიკოსის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები აქტიურად საუბრობდნენ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მწვავე გაუარესების შესახებ.
კლინიკაში პოლიტიკოსი დამატებით დიაგნოსტიკურ პროცედურებსა და კვლევებს მისი პირადი მკურნალი ექიმების — მაკა იოსელიანისა და ანი ქავთარაძის მეთვალყურეობით გაივლის.
„ვივამედი“ მსჯავრდებული ხოშტარიას მკურნალობისა და დიაგნოსტირების პროცესში არ ჩაერთვება. ამის შესაცებ კლინიკის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ პაციენტის გადაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე განუცხადა „TV პირველს“: „ჩვენი მხოლოდ იქნება ინფრასტრუქტურა“, თქვა ნადირაძემ.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს - ბრალდების მხარის მტკიცებით, კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ოდენობის ზიანი გამოიწვია.
აღნიშნულ საქმეზე ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 - ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა გირაოს გადახდაზე მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც პოლიტიკოსი დააკავეს.
24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ოპოზიციური პარტია „დროას“ დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.