თბილისში ათასობით ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2026
გამოწერა
კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობას 2 ივლისის 18:00 საათამდე აღუდგება.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მთაწმინდის რაიონში 9 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება 24 საათით შეუწყდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილისი ენერჯი" (Tbilisi Energy).
კომპანიის ცნობით, ჭოველიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალ, 1-ელი ივლისის 11:00 საათიდან 2 ივლისის 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება როგორც მთაწმინდის მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
გაზმომარაგების აღდგენა ხუთშაბათს, 2 ივლისის 10:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე დასრულდება.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და სთხოვს, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
ყველა ახალი ამბავი
0