https://sputnik-georgia.com/20260630/taglitobis-paqtze-ori-piri-daakaves-299404711.html
ფოთის მერიის თანამშრომელი და ჯავახეთის რეინჯერი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ფოთის მერიის თანამშრომელი და ჯავახეთის რეინჯერი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახური კორუფციის წინააღმდეგ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას მომავალშიც გააგრძელებს. 30.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-30T12:28+0400
2026-06-30T12:28+0400
2026-06-30T12:28+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორ სხვადასხვა კორუფციულ ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებული დასაქმებული იყო ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში. მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლით (კომერციული მოსყიდვა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერი, რომელმაც სახელმწიფოს კუთვნილ სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 600 ლარი. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით (ქრთამის აღება), რაც 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ფოთის მერიის თანამშრომელი და ჯავახეთის რეინჯერი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახური კორუფციის წინააღმდეგ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას მომავალშიც გააგრძელებს.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორ სხვადასხვა კორუფციულ ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებული დასაქმებული იყო ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში. მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლით (კომერციული მოსყიდვა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერი, რომელმაც სახელმწიფოს კუთვნილ სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 600 ლარი.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით (ქრთამის აღება), რაც 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.