მამაცობის სიმბოლო: საქართველოში 8 წლის ხიზირ დერბიჩევის სახელობის ორდენი დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerფრიდონ ინჯია
ფრიდონ ინჯია - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2026
გამოწერა
საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დაწესება მიზნად ისახავს კავკასიური ერთობის განმტკიცებასა და საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებების წახალისებას.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს უხუცესთა საბჭომ მეორე სხდომაზე ახალი საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დაწესების შესახებ დადგენილება მიიღო. ერთ-ერთი მთავარი გახდება ხიზირ დერბიჩევის, მეგობრის გადარჩენისას დაღუპული ინგუში 8 წლის ბიჭის სახელობის კავკასიური მამაცობის ორდენი, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში საბჭოს თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ.
საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დაწესება მიზნად ისახავს კავკასიური ერთობის განმტკიცებასა და საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებების წახალისებას.
„ხიზირ დერბიჩევის გმირულმა საქციელმა სულიერად გააერთიანა აბსოლუტურად ყველა კავკასიელი. ახალი ორდენი მოწოდებულია იქცეს მამაცობის, თავგანწირვის, მოყვასის სიყვარულის სიმბოლოდ და ჭეშმარიტი კავკასიური ხასიათის გამოხატულებად“, – ნათქვამია დადგენილებაში.
ხიზირი ტრაგიკულად დაიღუპა 15 ივნისს, ქალაქ ყარაბულაქში (ინგუშეთის რესპუბლიკა), როდესაც მდინარე სუნჟაში მეგობრის დახრჩობისგან გადარჩენისას ცდილობდა. მისი თავდადებული ქმედებებისა და ადგილზე მისული უფროსების დახმარების წყალობით, დაშავებული ბავშვი გადარჩა, თუმცა თავად ხიზირი ძლიერმა დინებამ გაიტაცა. მასშტაბური სამძებრო ოპერაცია, რომელშიც საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩასული ათიათასობით მოხალისე მონაწილეობდა, რვა დღეს გაგრძელდა და 22 ივნისს ხიზირის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ათ კილომეტრში იპოვეს. შემდეგ იგი სამხედრო პატივით სოფელ ტროიცკოეში დაკრძალეს.
ინიციატივის ავტორებმა აღნიშნეს რომ ეს ჯილდო კავკასიელი ხალხების ძალის შეხსენება და „ურთიერთმხარდაჭერის შესახებ წინაპართა ანდერძის“ აღსრულება იქნება.
გარდა ამისა, უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კიდევ სამი ჯილდო წესდება:
საპატიო წოდება „საქართველოს დამსახურებული ადამიანი“ – წოდების კონცეფცია ეფუძნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ცნობილ მოწოდებას: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“;
ორდენი „ერის კაცი“;
ორდენი „ქართველი დედა“.
მომავალი ჯილდოების ვიზუალური დიზაინისა და მაკეტების შემუშავება ორგანიზაციის გამგეობის წევრებს შორის უკვე განაწილდა. უშუალოდ ორდენების ესკიზების შექმნაზე გიორგი მჟავანაძე იმუშავებს, ხოლო საპატიო წოდების ნიშნისა და სიგელის მაკეტს თეიმურაზ ბერიშვილი მოამზადებს.
დამტკიცებული გრაფიკის თანახმად, ყველა ჯილდოს საბოლოო მაკეტი მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე უნდა იქნას წარმოდგენილი.
საქართველოს უხუცესთა საბჭო 2026 წლის მაისში შეიქმნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელები საკუთარ ამოცანად ქვეყანაში დაგროვილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობის მიღებას ისახავენ მიზნად. სხვა საკითხებთან ერთად, ორგანიზაციის მიზანია რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება.
ყველა ახალი ამბავი
0