https://sputnik-georgia.com/20260630/saqartvelos-uzbeketis-prezidenti-ewveva-299403769.html
სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოება: უზბეკეთის პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა
სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოება: უზბეკეთის პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა
Sputnik საქართველო
როგორც საელჩოში განაცხადეს, ბოლო წლებში უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებმა უფრო სტაბილური ეკონომიკური შინაარსი შეიძინა 30.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-30T10:54+0400
2026-06-30T10:54+0400
2026-06-30T10:54+0400
საქართველო
უზბეკეთი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294423032_0:76:1441:886_1920x0_80_0_0_f0265cf5c24f92886d928e1bf82846c0.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების ფონზე მიმდინარე წლი ივლისში საქართველოს უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იუწყება „Sputnik-საქართველო" უზბეკეთში საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით. საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. ამ წლების განმავლობაში საქართველოში საელჩო არ გახსნილა. ქვეყანას აზერბაიჯანში უზბეკეთის საელჩო ფარავს. ამავდროულად, ტაშკენტში საქართველოს საელჩო მოქმედებს.როგორც საელჩოში განაცხადეს, ბოლო წლებში უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებმა უფრო სტაბილური ეკონომიკური შინაარსი შეიძინა. პოლიტიკურ დიალოგთან ერთად, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ვაჭრობა, საინვესტიციო თანამშრომლობა, სამრეწველო კოოპერაცია და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კავშირები.დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, უზბეკურ-ქართული ეკონომიკური ურთიერთქმედების განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა 2025 წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პრეზიდენტ შავკატ მირზიიოვთან, უზბეკეთის პარლამენტის - ოლი მეჯლისის ქვედა და ზედა პალატების თავმჯდომარეებთან და პრემიერ-მინისტრ აბდულა არიფოვთან. გარდა ამისა, ჩატარდა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა.მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებმა დაადასტურეს დაინტერესება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებაში, საინვესტიციო და კოოპერაციული პროექტების გაფართოებაში, ასევე სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სისტემის სრულყოფაში. ერთ-ერთ მთავარ ორიენტირად იქცა ამოცანა — ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ პრაქტიკულ მექანიზმად განიხილება უზბეკეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობების უფრო აქტიური გამოყენება.უზბეკურ-ქართული ურთიერთობების ამჟამინდელი ეტაპი ხასიათდება უფრო პრაქტიკულ ეკონომიკურ დღის წესრიგზე გადასვლით.ვაჭრობის ზრდაბოლო წლებში უზბეკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურ ზრდას აჩვენებს. 2017-2025 წლებში საქონელბრუნვა სამჯერ გაიზარდა — 89 მილიონიდან 267,6 მილიონ დოლარამდე.პოზიტიური დინამიკა უკავშირდება უზბეკეთის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებასა და ქვეყნის საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას. ეკონომიკური რეფორმების დაწყების შემდეგ გაიზარდა ნედლეულის გადამუშავების მოცულობა, გაიზარდა სამრეწველო პროდუქციისა და უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქონლის გამოშვება. შედეგად, გაფართოვდა უზბეკური საქონლის საგარეო ბაზრებზე, მათ შორის ქართულ ბაზარზე, პოპულარიზაციის შესაძლებლობები.2025 წელს უზბეკეთის ექსპორტმა საქართველოში 77,2 მილიონ დოლარს მიაღწია. მიწოდების საფუძველს შეადგენდა სამრეწველო საქონელი 25,3 მილიონი დოლარის ოდენობით, სპილენძის მავთულის, ლითონპროდუქტებისა და ელექტროტექნიკური პროდუქციის ჩათვლით. კვების პროდუქტების ექსპორტმა (მათ შორის პარკოსნები, ხილი და თამბაქო) 21,5 მილიონ დოლარს მიაღწია, მანქანებისა და სატრანსპორტო მოწყობილობების – 7,1 მილიონ დოლარს, ხოლო ქიმიური პროდუქციის (პოლიმერებისა და სასუქების ჩათვლით) – 5,7 მილიონ დოლარს. მომსახურებამ, ძირითადად საავტომობილო გადაზიდვებმა, 11 მილიონ დოლარს მიაღწია.2025 წელს საქართველოდან იმპორტმა 190,4 მილიონი დოლარი შეადგინა. მის სტრუქტურაში ჭარბობდა ქიმიური პროდუქცია, უპირველეს ყოვლისა სამედიცინო პრეპარატები (წამლები) -89,3 მილიონი დოლარის ოდენობით. სასმელები და თამბაქო – 26,5 მილიონი დოლარი. კვების პროდუქტებმა (ხილის, თხილის/კაკლოვნებისა და მინერალური წყლების ჩათვლით) 18,7 მილიონი დოლარი შეადგინა. მზა ნაწარმმა და მოწყობილობებმა, მათ შორის სამედიცინო ხელსაწყოებმა და აპარატურამ, 9 მილიონ დოლარს მიაღწია. მომსახურებამ, სავაჭრო და კომპიუტერული სერვისების ჩათვლით, 40,2 მილიონი დოლარი შეადგინა.ვაჭრობის არსებული სტრუქტურა ორმხრივი ურთიერთობების სტაბილურ ეკონომიკურ შინაარსზე მიუთითებს. ამასთან, ურთიერთმიწოდების თანაფარდობა ჯერჯერობით არათანაბარი რჩება. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარება ითვალისწინებს უზბეკური ექსპორტის გაფართოებასა და ქართულ ბაზარზე მოთხოვნადი სასაქონლო პოზიციების რაოდენობის გაზრდას.უზბეკეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ 1995 წელს მოეწერა. თანამედროვე ეტაპზე მისი მნიშვნელობა იზრდება უზბეკეთის ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით. თუ 1990-იან წლებში სავაჭრო-სატრანსპორტო დღის წესრიგი დიდწილად ნედლეულის ნაკადებს უკავშირდებოდა, დღეს უზბეკეთი ფლობს სამრეწველო და გადამუშავებული პროდუქციის ბევრად უფრო ფართო ასორტიმენტს.
საქართველო
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294423032_78:0:1361:962_1920x0_80_0_0_22d40327ba948b90d72a1a9e374a6e80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, უზბეკეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოება: უზბეკეთის პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა
როგორც საელჩოში განაცხადეს, ბოლო წლებში უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებმა უფრო სტაბილური ეკონომიკური შინაარსი შეიძინა
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების ფონზე მიმდინარე წლი ივლისში საქართველოს უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იუწყება „Sputnik-საქართველო" უზბეკეთში საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით.
საქართველომ და უზბეკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის აგვისტოში დაამყარეს. ამ წლების განმავლობაში საქართველოში საელჩო არ გახსნილა. ქვეყანას აზერბაიჯანში უზბეკეთის საელჩო ფარავს. ამავდროულად, ტაშკენტში საქართველოს საელჩო მოქმედებს.
როგორც საელჩოში განაცხადეს, ბოლო წლებში უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებმა უფრო სტაბილური ეკონომიკური შინაარსი შეიძინა. პოლიტიკურ დიალოგთან ერთად, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ვაჭრობა, საინვესტიციო თანამშრომლობა, სამრეწველო კოოპერაცია და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კავშირები.
დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, უზბეკურ-ქართული ეკონომიკური ურთიერთქმედების განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა 2025 წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პრეზიდენტ შავკატ მირზიიოვთან, უზბეკეთის პარლამენტის - ოლი მეჯლისის ქვედა და ზედა პალატების თავმჯდომარეებთან და პრემიერ-მინისტრ აბდულა არიფოვთან. გარდა ამისა, ჩატარდა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა.
მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებმა დაადასტურეს დაინტერესება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებაში, საინვესტიციო და კოოპერაციული პროექტების გაფართოებაში, ასევე სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სისტემის სრულყოფაში. ერთ-ერთ მთავარ ორიენტირად იქცა ამოცანა — ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ პრაქტიკულ მექანიზმად განიხილება უზბეკეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობების უფრო აქტიური გამოყენება.
უზბეკურ-ქართული ურთიერთობების ამჟამინდელი ეტაპი ხასიათდება უფრო პრაქტიკულ ეკონომიკურ დღის წესრიგზე გადასვლით.
ბოლო წლებში უზბეკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურ ზრდას აჩვენებს. 2017-2025 წლებში საქონელბრუნვა სამჯერ გაიზარდა — 89 მილიონიდან 267,6 მილიონ დოლარამდე.
პოზიტიური დინამიკა უკავშირდება უზბეკეთის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებასა და ქვეყნის საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას. ეკონომიკური რეფორმების დაწყების შემდეგ გაიზარდა ნედლეულის გადამუშავების მოცულობა, გაიზარდა სამრეწველო პროდუქციისა და უფრო მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქონლის გამოშვება. შედეგად, გაფართოვდა უზბეკური საქონლის საგარეო ბაზრებზე, მათ შორის ქართულ ბაზარზე, პოპულარიზაციის შესაძლებლობები.
2025 წელს უზბეკეთის ექსპორტმა საქართველოში 77,2 მილიონ დოლარს მიაღწია. მიწოდების საფუძველს შეადგენდა სამრეწველო საქონელი 25,3 მილიონი დოლარის ოდენობით, სპილენძის მავთულის, ლითონპროდუქტებისა და ელექტროტექნიკური პროდუქციის ჩათვლით. კვების პროდუქტების ექსპორტმა (მათ შორის პარკოსნები, ხილი და თამბაქო) 21,5 მილიონ დოლარს მიაღწია, მანქანებისა და სატრანსპორტო მოწყობილობების – 7,1 მილიონ დოლარს, ხოლო ქიმიური პროდუქციის (პოლიმერებისა და სასუქების ჩათვლით) – 5,7 მილიონ დოლარს. მომსახურებამ, ძირითადად საავტომობილო გადაზიდვებმა, 11 მილიონ დოლარს მიაღწია.
2025 წელს საქართველოდან იმპორტმა 190,4 მილიონი დოლარი შეადგინა. მის სტრუქტურაში ჭარბობდა ქიმიური პროდუქცია, უპირველეს ყოვლისა სამედიცინო პრეპარატები (წამლები) -89,3 მილიონი დოლარის ოდენობით. სასმელები და თამბაქო – 26,5 მილიონი დოლარი. კვების პროდუქტებმა (ხილის, თხილის/კაკლოვნებისა და მინერალური წყლების ჩათვლით) 18,7 მილიონი დოლარი შეადგინა. მზა ნაწარმმა და მოწყობილობებმა, მათ შორის სამედიცინო ხელსაწყოებმა და აპარატურამ, 9 მილიონ დოლარს მიაღწია. მომსახურებამ, სავაჭრო და კომპიუტერული სერვისების ჩათვლით, 40,2 მილიონი დოლარი შეადგინა.
ვაჭრობის არსებული სტრუქტურა ორმხრივი ურთიერთობების სტაბილურ ეკონომიკურ შინაარსზე მიუთითებს. ამასთან, ურთიერთმიწოდების თანაფარდობა ჯერჯერობით არათანაბარი რჩება. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარება ითვალისწინებს უზბეკური ექსპორტის გაფართოებასა და ქართულ ბაზარზე მოთხოვნადი სასაქონლო პოზიციების რაოდენობის გაზრდას.
უზბეკეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი ჯერ კიდევ 1995 წელს მოეწერა. თანამედროვე ეტაპზე მისი მნიშვნელობა იზრდება უზბეკეთის ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით. თუ 1990-იან წლებში სავაჭრო-სატრანსპორტო დღის წესრიგი დიდწილად ნედლეულის ნაკადებს უკავშირდებოდა, დღეს უზბეკეთი ფლობს სამრეწველო და გადამუშავებული პროდუქციის ბევრად უფრო ფართო ასორტიმენტს.