https://sputnik-georgia.com/20260630/qvisha-xreshis-ukanono-mopovebis-paqtebi-gamoavlines-299406237.html
გურიაში, იმერეთსა და ქვემო-ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
გურიაში, იმერეთსა და ქვემო-ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება იწვევს მდინარეთა კალაპოტების დეფორმაციას, ნაპირების გამაგრების სისტემის დარღვევას, ნიადაგის ეროზიას და ზრდის დასახლებული... 30.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-30T13:29+0400
2026-06-30T13:29+0400
2026-06-30T13:29+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252023582_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_1951963f21f00557deb864f5e194e5dc.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, სამართალდარღვევები გამოვლინდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სულაურში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებსა და რუსთავში. უწყების ცნობით, სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მდინარეების - სუფსის, რიონისა და მტკვრის კალაპოტებიდან უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 100 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ქვიშა-ხრეში. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 5 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 257ათასი ლარია. წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252023582_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_b71896f5d80010d58dfb63e0d03fda5d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
გურიაში, იმერეთსა და ქვემო-ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება იწვევს მდინარეთა კალაპოტების დეფორმაციას, ნაპირების გამაგრების სისტემის დარღვევას, ნიადაგის ეროზიას და ზრდის დასახლებული პუნქტების დატბორვის რისკებს.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სამართალდარღვევები გამოვლინდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სულაურში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებსა და რუსთავში.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მდინარეების - სუფსის, რიონისა და მტკვრის კალაპოტებიდან უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 100 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ქვიშა-ხრეში. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 5 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 257ათასი ლარია.
წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.