https://sputnik-georgia.com/20260630/papuashvilma-mezurnishvils-pabsec-vide-prezidentad-archeva-miuloca-299419288.html
პაპუაშვილმა ირაკლი მეზურნიშვილს PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
პაპუაშვილმა ირაკლი მეზურნიშვილს PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
Sputnik საქართველო
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ასამბლეაში საქართველოს თავმჯდომარეობის მანდატის დასრულების შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლობა ორგანიზაციის... 30.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-30T20:00+0400
2026-06-30T20:00+0400
2026-06-30T20:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523592_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_d5971a1e8b92cc5cdc11656e83efdeeb.jpg
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრ ირაკლი მეზურნიშვილს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ასამბლეაში საქართველოს თავმჯდომარეობის მანდატის დასრულების შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლობა ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში კვლავ გრძელდება, რაც სასიხარულოა.საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, თბილისში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს. საპარლამენტო ფორუმი 2026 წლის 29 ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით იმართება.საორგანიზაციო და კომიტეტების სხდომები თბილისში 29 ივნისს გაიმართა, ძირითადი პლენარული სესია კი დღეს, 30 ივნისს გაიხსნა. მიმდინარე საპარლამენტო ფორუმის მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენს: „ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით: ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში“.დღეს, საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარეობა, რომელიც ქვეყანას ექვსი თვის ვადით ეკავა, შალვა პაპუაშვილმა საბერძნეთის პარლამენტს ასამბლეის რიგით 67-ე პლენარულ სხდომაზე გადასცა.PABSEC და საქართველოშავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა რეგიონის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს. ის აერთიანებს BSEC-ის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს და მუშაობს რეგიონული თანამშრომლობის, ეკონომიკური ურთიერთქმედების, ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ეკოლოგიისა და ჰუმანიტარული კავშირების საკითხებზე.საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა, მონაწილეობს BSEC-ისა და PABSEC-ის მუშაობაში. ასამბლეის თავმჯდომარეობა ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, კოორდინაცია გაუწიოს ორგანიზაციის საპარლამენტო დღის წესრიგს, გამართოს სხდომები და წინ წამოსწიოს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.2025 წლის ნოემბერში საქართველო, ექვსი თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი – PABSEC-ის პრეზიდენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523592_251:0:2982:2048_1920x0_80_0_0_17ee4d9593c9ff67ccc5c45716f8b414.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილმა ირაკლი მეზურნიშვილს PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ასამბლეაში საქართველოს თავმჯდომარეობის მანდატის დასრულების შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლობა ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში კვლავ გრძელდება, რაც სასიხარულოა.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრ ირაკლი მეზურნიშვილს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ასამბლეაში საქართველოს თავმჯდომარეობის მანდატის დასრულების შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლობა ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში კვლავ გრძელდება, რაც სასიხარულოა.
,,ვულოცავ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს, ირაკლი მეზურნიშვილს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას. ვუსურვებ წარმატებას ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში და საქართველოს ინტერესების ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო საპარლამენტო ასპარეზზე”, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, თბილისში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს. საპარლამენტო ფორუმი 2026 წლის 29 ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით იმართება.
საორგანიზაციო და კომიტეტების სხდომები თბილისში 29 ივნისს გაიმართა, ძირითადი პლენარული სესია კი დღეს, 30 ივნისს გაიხსნა. მიმდინარე საპარლამენტო ფორუმის მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენს: „ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით: ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში“.
დღეს, საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარეობა, რომელიც ქვეყანას ექვსი თვის ვადით ეკავა, შალვა პაპუაშვილმა საბერძნეთის პარლამენტს ასამბლეის რიგით 67-ე პლენარულ სხდომაზე გადასცა.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა რეგიონის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს. ის აერთიანებს BSEC-ის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს და მუშაობს რეგიონული თანამშრომლობის, ეკონომიკური ურთიერთქმედების, ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ეკოლოგიისა და ჰუმანიტარული კავშირების საკითხებზე.
საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა, მონაწილეობს BSEC-ისა და PABSEC-ის მუშაობაში. ასამბლეის თავმჯდომარეობა ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, კოორდინაცია გაუწიოს ორგანიზაციის საპარლამენტო დღის წესრიგს, გამართოს სხდომები და წინ წამოსწიოს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.
2025 წლის ნოემბერში საქართველო, ექვსი თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი – PABSEC-ის პრეზიდენტი.