https://sputnik-georgia.com/20260630/kavelashvili-xameneis-dakrzalvis-ceremonials-daeswreba-299418933.html
მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
Sputnik საქართველო
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში 28 თებერვალს დაიღუპა. 30.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-30T18:35+0400
2026-06-30T18:35+0400
2026-06-30T18:35+0400
საქართველო
ირანი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299166880_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_2b30548ca2191c388a7000361ef69353.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება, აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა.ირანული საინფორმაციო სააგენტო WANA News-ის ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში, იმამ რეზას სალოცავში 9 ივლისს დაკრძალავენ. მანამდე, 4 ივლისიდან სამგლოვიარო ცერემონიალი თეირანში, ყუმში, მეშჰედსა და ერაყის ნაწილში ხუთი დღის განმავლობაში გაიმართება და ირანის მოსახლეობას საშუალება ექნება დაემშვიდობოს ყოფილ უზენაეს ლიდერს.სააგენტოს ცნობით, დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ირანში ასევე ჩავლენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.ოფიციალური გრაფიკის თანახმად, საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონია 4 ივლისს, 06:00 საათზე, თეირანის იმამ ხომეინის მოსალაში დაიწყება და 5 ივლისის 20:00 საათამდე გაგრძელდება. დაკრძალვის ლოცვა 5 ივლისის დილით გაიმართება. ირანის ვიცე-პრეზიდენტ მოჰამედ რეზა არეფის განცხადებით, უცხოელი მაღალი თანამდებობის პირები თეირანში პარასკევს ჩავლენ. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ირანის ოფიციალურ პირებთან.ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში 28 თებერვალს დაიღუპა.მიმდინარე წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.ხამენეის დაღუპვასთან დაკავშირებით, ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.8 მარტს ირანის ექსპერტთა საბჭომ ქვეყნის უზენაეს ლიდერად აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, 56 წლის მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მუქარისა, რომ წინ აღუდგებიან მის არჩევას.
საქართველო
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299166880_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_66eb5b2dd4d538d32cca845da25f11e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ირანი , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ირანი , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში 28 თებერვალს დაიღუპა.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება, აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა.
ირანული საინფორმაციო სააგენტო WANA News-ის ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში, იმამ რეზას სალოცავში 9 ივლისს დაკრძალავენ. მანამდე, 4 ივლისიდან სამგლოვიარო ცერემონიალი თეირანში, ყუმში, მეშჰედსა და ერაყის ნაწილში ხუთი დღის განმავლობაში გაიმართება და ირანის მოსახლეობას საშუალება ექნება დაემშვიდობოს ყოფილ უზენაეს ლიდერს.
„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება“, - აღნიშნეს უწყებაში.
სააგენტოს ცნობით, დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ირანში ასევე ჩავლენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
ოფიციალური გრაფიკის თანახმად, საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონია 4 ივლისს, 06:00 საათზე, თეირანის იმამ ხომეინის მოსალაში დაიწყება და 5 ივლისის 20:00 საათამდე გაგრძელდება. დაკრძალვის ლოცვა 5 ივლისის დილით გაიმართება.
ირანის ვიცე-პრეზიდენტ მოჰამედ რეზა არეფის განცხადებით, უცხოელი მაღალი თანამდებობის პირები თეირანში პარასკევს ჩავლენ. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ირანის ოფიციალურ პირებთან.
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში 28 თებერვალს დაიღუპა.
მიმდინარე წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.
ხამენეის დაღუპვასთან დაკავშირებით, ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
8 მარტს ირანის ექსპერტთა საბჭომ ქვეყნის უზენაეს ლიდერად აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, 56 წლის მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მუქარისა, რომ წინ აღუდგებიან მის არჩევას.