https://sputnik-georgia.com/20260630/ekaterine-xvedelidze-eka-kupatazes-tanagrznobas-ucxadebs-299416001.html
ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ: ეკატერინე ხვედელიძე ეკა კუპატაძეს თანაგრძნობას უცხადებს
ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ: ეკატერინე ხვედელიძე ეკა კუპატაძეს თანაგრძნობას უცხადებს
Sputnik საქართველო
გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე საქმის კიდევ რამდენიმე ფიგურანტის დაჭერას ითხოვს. 30.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-30T17:00+0400
2026-06-30T17:00+0400
2026-06-30T17:00+0400
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
ქართული ოცნება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1c/295561004_0:520:1536:1384_1920x0_80_0_0_1c4e7e44d20558ed0ecb3f1bdc37dd97.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ, ასე უპასუხა მმართველი პარტია „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძემ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას. 28 წლის მასწავლებლისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გუშინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდა და „ქართული ოცნების" დამფუძნებლის მეუღლეს გვერდში დადგომა სთხოვა. ხვედელიძის თქმით, როგორც მისთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. „დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს“, - აღნიშნავს ეკატერინე ხვედელიძე. გიგა ავალიანის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება შეძრა. თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმის გამო ავალიანი სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ოთხი არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი გოგონა. გამოძიების ცნობით, ძალადობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. მკვლელობაში მსჯავრდებულმა ალექსანდრე გაბაშვილმა ავალიანზე თავისი შეყვარებული გოგონას გამო იეჭვიანა, რომელიც მასთან მათემატიკაში მეცადინეობდა. გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე საქმის კიდევ რამდენიმე ფიგურანტის დაჭერას ითხოვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/1c/295561004_0:376:1536:1528_1920x0_80_0_0_315bc316a90f0b5a25812be5ca62328b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ: ეკატერინე ხვედელიძე ეკა კუპატაძეს თანაგრძნობას უცხადებს
გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე საქმის კიდევ რამდენიმე ფიგურანტის დაჭერას ითხოვს.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ, ასე უპასუხა მმართველი პარტია „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძემ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას.
28 წლის მასწავლებლისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გუშინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდა და „ქართული ოცნების" დამფუძნებლის მეუღლეს გვერდში დადგომა სთხოვა.
„ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია“, - განაცხადა ხვედელიძემ.
ხვედელიძის თქმით, როგორც მისთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
„დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს“, - აღნიშნავს ეკატერინე ხვედელიძე.
გიგა ავალიანის გარდაცვალებამ ქართული საზოგადოება შეძრა. თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმის გამო ავალიანი სამი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ოთხი არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი გოგონა.
გამოძიების ცნობით, ძალადობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. მკვლელობაში მსჯავრდებულმა ალექსანდრე გაბაშვილმა ავალიანზე თავისი შეყვარებული გოგონას გამო იეჭვიანა, რომელიც მასთან მათემატიკაში მეცადინეობდა.
გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე საქმის კიდევ რამდენიმე ფიგურანტის დაჭერას ითხოვს.