https://sputnik-georgia.com/20260630/dachril-mebrzolta-kvireuli-gaixsna-299421098.html
დაჭრილ მებრძოლთა კვირეული ოფიციალურად გაიხსნა
დაჭრილ მებრძოლთა კვირეული ოფიციალურად გაიხსნა
Sputnik საქართველო
კვირეულის ფარგლებში მომდევნო დღეებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ტურნირები პარასპორტის სახეობებში. 30.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-30T21:29+0400
2026-06-30T21:29+0400
2026-06-30T21:29+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23614/81/236148195_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_7bc1f806d3f24de0ec22851e5a781c2c.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის უწყებამ 30 ივნისს, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღესთან დაკავშირებით, საიუბილეო სპორტული და კულტურული კვირეული ოფიციალურად გახსნა.სპეციალური საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. კვირეულის მიზანია სხვადასხვა საომარ მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებული სამხედროების მხარდაჭერა და საზოგადოებაში მათი მიღწევების წარმოჩენა.მებრძოლებს კვირეულის გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.ჩიქოვანის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად ზრუნავს დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციაზე, სოციალურ დაცვასა და სამედიცინო მხარდაჭერაზე. მან განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედროების წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რის გამოც მათ საერთაშორისო პარტნიორების აღიარება დაიმსახურეს.ღონისძიების ფარგლებში „არმიჰოლში“ მოეწყო მებრძოლთა აქტიური ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა და პარასპორტულ შეჯიბრებებში მოპოვებული ჯილდოების ექსპოზიცია. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სამხედროებისთვის უწყების მიერ შეძენილი სპეციალური ეტლები და სპორტული ინვენტარი.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივნისი ოფიციალურად დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღედ არის გამოცხადებული. ამ თარიღთან დაკავშირებით ტრადიციულად იმართება სპორტული და კულტურული კვირეული, რომლის მიზანია დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი მიღწევების წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23614/81/236148195_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_971b497eaadcafdb1d7553d9f3106bcb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
დაჭრილ მებრძოლთა კვირეული ოფიციალურად გაიხსნა
კვირეულის ფარგლებში მომდევნო დღეებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ტურნირები პარასპორტის სახეობებში.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის უწყებამ 30 ივნისს, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღესთან დაკავშირებით, საიუბილეო სპორტული და კულტურული კვირეული ოფიციალურად გახსნა.
სპეციალური საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. კვირეულის მიზანია სხვადასხვა საომარ მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებული სამხედროების მხარდაჭერა და საზოგადოებაში მათი მიღწევების წარმოჩენა.
მებრძოლებს კვირეულის გახსნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ჩიქოვანის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად ზრუნავს დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციაზე, სოციალურ დაცვასა და სამედიცინო მხარდაჭერაზე. მან განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედროების წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რის გამოც მათ საერთაშორისო პარტნიორების აღიარება დაიმსახურეს.
თავდაცვის მინისტრმა შეკრებილთ გააცნო მთავრობის მხარდაჭერით მიღებული ახალი სოციალური გადაწყვეტილება. 2026 წლის 1-ელი ივლისიდან დაჭრილი მებრძოლების ყოველთვიური ფინანსური დანამატი 50%-ით გაიზრდება.
ღონისძიების ფარგლებში „არმიჰოლში“ მოეწყო მებრძოლთა აქტიური ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა და პარასპორტულ შეჯიბრებებში მოპოვებული ჯილდოების ექსპოზიცია. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სამხედროებისთვის უწყების მიერ შეძენილი სპეციალური ეტლები და სპორტული ინვენტარი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივნისი ოფიციალურად დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღედ არის გამოცხადებული. ამ თარიღთან დაკავშირებით ტრადიციულად იმართება სპორტული და კულტურული კვირეული, რომლის მიზანია დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი მიღწევების წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.